From Wikipedia, the free encyclopedia
ჰავანის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de La Habana) — სახელმწიფო უნივერსიტეტი კუბაში, ქალაქ ჰავანაში. დაარსდა 1728 წელს როგორც კათოლიკური უნივერსიტეტი. წარმოადგენს კუბის უძველეს უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია 15 ფაკულტეტი, სადაც 60 ათასი სტუდენტი სწავლობს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ეწოდებოდა რეალ-ი-პონტიფიკია-უნივერსიდად-დე-სან-იერონიმო-დე-ლა-ჰაბანა, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც წმინდა იერონიმის სამეფო და საპაპო უნივერსიტეტი. იგი გაიხსნა ფილიპე V-ისა და ინოკენტი XIII-ის განკარგულებით. 1842 წელს უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი და მოსწავლე სტუდენტებისთვის დაწესდა საერო განათლება. რამდენიმეჯერ გადაკეთდა, პირველად შეიქმნა ძველ ჰავანაში, სახელწოდებით სან-ხუან-დე-ლეტრანი, ხელმეორედ გადაკეთდა 1902 წლის 1 მაისს და იგი გადაიტანეს ჰავანის რაიონ ვედადოში. შენობის ინტერიერი მორთულია არამანდო მენოკალის მიერ, სადაც 7 ფრესკაზე სიმბოლურად არის გამოსახული მედიცინის, ხელოვნების, აზროვნების, ლიტერატურის, სამართლისა და სხვ. დარგები.
ჰავანის უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 5 იანვარი, 1728 |
დამფუძნებელი (-ები) | ინოკენტი XIII |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | გუსტავო კობრეირო სუარესი |
სტუდენტი | 60 000 |
მდებარეობა | ჰავანა |
ქალაქი | ჰავანა |
ქვეყანა | კუბა |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] და Consejo Superior Universitario Centroamericano[2] |
uh.cu |
უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან არის ალმა-მატერის ბრონზის სტატუა, რომელიც შექმნა მარიო კორბელმა 1919 წელს.
ჰავანის უნივერსიტეტში არის 15 ფაკულტეტი და 14 სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ეკონომიკის, ბუნებისმეტყველების, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.
ჰავანის უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.