წაღვლი

From Wikipedia, the free encyclopedia

წაღვლი

წაღვლისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი). ზღვის დონიდან 880 მეტრი, ხაშურიდან 30 კმ. სოფელში უამრავი ნამოსახლარია, გარდა ამისა, დგას წაღვლის ციხე-დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი
წაღვლი
Thumb
სოფლის საერთო ხედი
ქვეყანა  საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვლი
კოორდინატები 42°07′15″ ჩ. გ. 43°41′50″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 538[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
ოსები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 538 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]760351409
2014[1] 538274264
დახურვა

ისტორია

წაღვლზე გადიოდა დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც მოსახლეობა დღესაც „საიმერლო გზას“ უწოდებს. იგი იწყებოდა სოფელ ქვენატკოცის ხეობაში, აბისიდან სოფელ წაღვლში, იქიდან ჩორჩანა-ჭერათხევის გავლით გადადიოდა სოფელ კორბოულში და საჩხერე-ჭიათურიდან გელათსა და ქუთაისში. ამ გზას საიმედოდ იცავდა ჯერ კიდევ უძველეს დროში აგებული წაღვლისთავის ოთხგოდოლიანი ბასტიონი. იგი განუახლებია დავით აღმაშენებელის პაპას, ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ როდის არის აგებული წერილობითი ისტორიული წყაროები ამ საქმეზე სდუმან და საიდუმლოდ ინახავენ წაღვლისთავის ციხის აგების დროსა და ისტორიას.

ციხე აგებული იყო ფლეთილი ქვისაგან კირის დუღაბით, ჰქონდა დატანებული ოთხი გოდოლი, ამ ციხის ნაშთები აღარ არსებობს თუ არ ჩავთვლით შეცემენტებულ, აზელილ კირის გროვებს, როგორც ჩანს მისი განახლება უცდიათ XVII-XVIII საუკუნეებში, მაგრამ გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამო განახლება ვეღარ შეძლეს და კირის ხსნარი დარჩა გამოუყენებელი. ციხესიმაგრე დაანგრიეს 30-იან წლებში და დაალაგეს გზებზე, ნაწილი კი მოსახლეობამ გამოიყენა სახლების ასაგებად.

წერილობითი ისტორიული წყაროები წაღვლის შესახებ ღარიბია, იგი პირველად მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“, დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის მიერ. მძიმე სამეფო სკიპტრა ხვდა წილად დავით აღმაშენებელს, რომლის ზიდვაც ვერ გაბედა დავითის მამამ, მამაცმა მეომარმა, მაგრამ სუსტმა პოლიტიკოსმა გიორგი მეორემ და მან თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი წაღვლიდან ქუთაისში გადასულ ახალგაზრდა ძეს — დავითს. დავით აღმაშენებელს სოფელ წაღვლში ჰქონდა საზაფხულო რეზიდენცია — წაღვლისთავის ციხესიმაგრე. წაღვლისთავი და წაღვლისთავის ციხესიმაგრე მდებარეობდა დღევანდელი სოფლის დასავლეთით, რომელსაც მოსახლეობა დღესაც „გალავნებს“ უწოდებს. ტოპონიმმა შემოგვინახა რაღაც ნაწილი ისტორიისა, ასეთი ტოპონიმები კი წაღვლში ბევრია გავრცელებული.

1976 წლიდან სოფელ წაღვლში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე რამიშვილი, რის შედეგადაც აღმოჩენილია ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის უამრავი ნივთი, რომელთა დიდი ნაწილიც დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გარდა არქეოლოგიური ძეგლებისა შემორჩენილია ეკლესიათა ნანგრევები და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები. სოფლის ტერიტორიაზე 30-მდე არქეოლოგიური ნამოსახლარია. ესენია: რეზოს მიწა, ყვირალა კარი, გოროკო, კვინიკაძეების მიწა, ჩოჩქოლი კარი, გალავნები, ტბები, მიქელაანთ ვერხვები, გიგოს მიწა, ზაქას ტყე, პატარა ლაშე და სხვა მრავალი. ფეოდალური ხანის ნამოსახლარებია: კვინიკაძეების ყორე, ოსანაძის ახო, ხარაულიაანთ სათივე, ცაცხვები, გალავნები, ჩოჩქოლი კარი, ნიკოლოზი, მილიწყარო და სხვა მრავალი. სოფელში შემორჩენილი იყო ბარბაცი კარის, ჩოჩქოლის კარის, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიათა ნანგრევები, რომელთა უმრავლესობა „ულტრარევოლუციონერებმა“ დაანგრიეს 30-იან წლებში. ძმებმა გიორგი და სვიმონ მიქელაშვილებმა ააშენეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სიმონ კაპანაძემ კი ჩოჩქოლის კარზე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია.[3]

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.