მონტენეგრო
ქვეყანა ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 2011 წლის აღწერის მიხედვით 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.
მონტენეგროს რესპუბლიკა Република Црна Гора მონტენეგრო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: "Oj, svijetla majska zoro" |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პოდგორიცა 42°47′ ჩ. გ. 19°28′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ჩერნოგორული | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | იაკოვ მილატოვიჩი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | მილოიკო სპაიჩი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 13 812 კმ2 (161-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 625 266 (164) | ||||
- | 2003 აღწერა | 620 145 | ||||
- | სიმჭიდროვე | 50 კაცი/კმ2 (121-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $7,316 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $11,545[1] | ||||
აგი (2011) | 0.771[2] (<მაღალი) (54) | |||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | MNE | |||||
Internet TLD | .me (.yu) | |||||
სატელეფონო კოდი | 382 |
1878 წელს, მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, მონტენეგრო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად მიიჩნევა.