სერბულ-ხორვატული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
სერბულ-ხორვატული ენა (სერბულ-ხორვატულად srpskohrvatski ან cрпскохрватски) — ენების კრებითი სახელწოდება, რომლებზეც საუბრობენ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ ქვეყნებში — სერბეთში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.
სერბულ–ხორვატული ენა srpskohrvatski, hrvatskosrpski српскохрватски, хрватскосрпски | |
გავრცელებულია | სერბეთი, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ავსტრია (ბურგენლანდი), უნგრეთი (ბარანია), ჩრდილოეთი მაკედონია, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაუდგენელი |
ოფიციალური სტატუსი | სერბეთი ხორვატია მონტენეგრო ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული |
დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანი და კირილური ანბანი |
ენის კოდები | ISO1, ISO2, SIL |
უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურად და მონტენეგრულად.
ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად და მონტენეგრულად (ანუ ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.
სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მონტენეგროელები) მიიჩნევს მშობლიურად, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს.