ყირიმელი თათრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმელი თათრები (ყირიმ. qırımtatarlar, къырымтатарлар, ან ყირიმელები[1][2][3]) — ისტორიულად ყირიმში ჩამოყალიბებული ხალხი. ლაპარაკობენ ყირიმელი თათრების ენაზე, რომელიც მიეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახს. ყირიმელი თათრების უმრავლესობა სუნიტური ისლამის მიმედავრია. ცხოვრობენ ძირითადად უკრაინაში 248,193 (2001), თურქეთში 100,000-დან 150,000-მდე, რუმინეთში 24,137 (2002 წ.), ასევე უზბეკეთში, ბულგარეთში, ყაზახეთში. საერთო რაოდენობა 500,000.