From Wikipedia, the free encyclopedia
ტომას სტერნზ ელიოტი (ინგლ. Thomas Stearns Eliot; დ. 26 სექტემბერი 1888 — გ. 4 იანვარი 1965) — წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი ესეისტი, გამომცემელი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მოაზროვნე და „მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეტი“[38]. 25 წლის ასაკში, 1914 წელს, ის მშობლიური აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდა, დასახლდა, მუშაობა განაგრძო და იქვე დაქორწინდა. ელიოტის პოემა — „ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“ — მოდერნისტული მიმდინარეობის შედევრად მიიჩნევა. ამ პოემას ინგლისურ ლიტერატურაში სხვა, კარგად ცნობილი, პოემები მოჰყვა: „ნარჩენთა მიწა“, (1922), „გამოფიტული კაცი“, (1925), „ოთხშაბათის ფერფლი“ (1930) და „ოთხი კვარტეტი“ (1945).[39]. ელიოტი ცნობილია თავისი შვიდი პიესითაც, უმეტესად, ლირიკული დრამით — მკვლელობა კათედრალში (1935). მწერალს 1948 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“[40].[41] იყო დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი. XX საუკუნის ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. ელიოტი იყო ღრმად მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს სდებდა ანტისემიტიზმში. ელიოტი იყო ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის — ეზრა ფაუნდის — თანამოაზრე.
ელიოტი სწავლობდა სორბონის, ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1914 წ. საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 1927 წ. მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა. ამავე წელს გახდა ანგლიკანური ეკლესიის წევრი. 1928 წ. ელიოტმა შემდეგი დახასიათება მისცა თავის მსოფლმხედველობას: ლიტერატურაში — კლასიცისტი; პოლიტიკაში — როიალისტი; რელიგიაში — ანგლო-კათოლიკური.
ელიოტმა უზარმაზარი კვალი დატოვა ინგლისურენოვან პოეზიაში; ავტორია XX ს. უმნიშვნელოვანსი ფილოსოფიური პოემებისა (პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა; იავარქმნილი მიწა; ოთხი კვარტეტი და ა.შ.). ელიოტი – რევოლუციური პოეტია; მან თანამედროვე ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ელეიოტმა დიდი კვალი დატოვა ლიტერატურის კრიტიკაშიც. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი კრიტიკის სკოლაზე. ელიოტი იყო მრავალი ესსეს ავტორი (მათ შორის „მუსიკის პოეზია“). ელიოტი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის რეფორმატორია; ის იმდენად სკურპულოზურად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ დღეს ბევრი კრიტიკოსი მას კრიპტო-ფაშისტატადაც კი მიიჩნევს.
დრამატურგიაში ელიოტს აგრეთვე, დიდი დამსახურება მიუძღვის. ის რამდენიმე ცნობილი პიესის ავტორია (ბედი; მკვლელობა საკათედრო ტაძარში, ოჯახის გაერთიანება; კოქტეილის წვეულება; კონფიდენციალური კლერკი და ა.შ.).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.