From Wikipedia, the free encyclopedia
პუბლიუს ვერგილიუს მარონი (ლათ. Publius Vergilius Maro; დ. 15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19)[9] — რომაელი პოეტი, რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბე. დღემდე მოღწეულია მისი სამი თხზულება: „ბუკოლიკები“, „გეორგიკები“ და „ენეიდა“. ამ უკანასკნელი პოემით ვირგილიუსი შეეცადა შეექმნა ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეის“ რომაული პარალელი.
ვერგილიუსი | |
---|---|
ლათ. Publius Vergilius Maro | |
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70[1] [2] |
დაბადების ადგილი | ანდესი, ციზალპური გალია, რომის რესპუბლიკა[3] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19[4] [2] (50 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბრინდიზი, იტალია, რომის იმპერია[5] [3] [2] |
დასაფლავებულია | Parco Virgiliano |
საქმიანობა | პოეტი[6] [7] და მწერალი[8] |
ენა | ლათინური ენა |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
ჟანრი | ეპოსი და pastoral poetry |
Magnum opus | ბუკოლიკები, გეორგიკები და ენეიდა |
ნათესავ(ებ)ი | Vergilia Vera |
გავლენა მოახდინეს | |
ვერგილიუსი დაიბადა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მანტუასთან ახლოს. განათლება მიიღო კრემონის, მედიოლანისა და რომის საუკეთესო სკოლებში. თავის შემოქმედებაში გამოხატავდა იტალიის საშუალო ფენების განწყობას და შიშს სისხლიან შინაომებთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ ავგუსტუსის აღზევების დასაწყისში რეჟიმის რისხვა პოეტმაც განიცადა, მოახდინეს მისი მამულის კონფისკაცია და გადასცეს ოქტავიანეს ვეტერანებს, მაგრამ მოკლე ხანში ვერგილუსმა შეძლო ავგუსტუსთან დაკავშირება და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება.
ვერგილიუსი შედიოდა ლიტერატორთა იმ გავლენიან წრეში, რომელსაც მეცენატი მეთაურობდა და მიზნად ისახავდა ავგუსტუსის ერთმმართველობის სამსახურს.
ვერგილიუსი ბერძენი ფილოსოფოსებისა და პოეტების გავლენით საზრდოობდა. განსაკუთრებით განიცდიდა ეპიკურესა და ალექსანდრიული პოეზიის ზემოქმედებას.
ვერგილიუსის შემოქმედება ვრცელია: „ბუკოლიკები“, „გეორგიკები“, „ენეიდა“.
„ბუკოლიკები“ („სამწყემსო სიმღერები“) დაწერილია ბერძენი პოეტის, თეოკრიტეს „იდილიების“ მიბაძვით. პოეტს გაიდეალებული აქვს მწყემსების მშვიდი, ბუნებასთან ახლო კავშირში მყოფი ადამიანის ცხოვრება, რომელშიც ძალადობით იჭრება და უარყოფითად მოქმედებს გარე სამყარო. პოეტი ხატავს მწყემსების ფანტასტიკური და უზრუნველი ყოფის ამსახველ სურათებს.
ვერგილიუსმა პოემა „გეორგიკები“ მიუძღვნა სოფლური შრომის მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას. „გეორგიკები“ წარმოადგენს დიდაქტიკური ხასიათის თხზულებას, რომელშიც ხაზგასმით არის ყურადღება გამახვილებული მიწათმოქმედების სასიცოცხლო დარგებზე (მებაღეობა, მევენახეობა), მეცხოვლეობაზე, მეფუტკრეობაზე. პოეტი რჩევა-დარიგებებს აძლევს მეურნეს, როდის უნდა დაამუშაოს მიწა, რათა უხვი მოსავალი მიიღოს, სოფლის ცხოვრების სიღრმეებში ვერგილიუსი ერთგულად მიჰყვება ბერძნული პოეზიის კლასიკოს თეოკრიტეს.
ვერგილიუსის შემოქმედების მწვერვალია პოემა „ენეიდა“. ცნობილია, რომ ავტორმა პოემის დასრულება ვერ მოასწრო და თავის მეგობარს სთხოვა, მისი გარდაცვალების შემთხვევაში ხელნაწერი გაენადგურებინა, მაგრამ ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით პოემა გამოაქვეყნეს.
„ენეიდა“ არის ჰომეროსის პოემების მიბაძვა, როგორც ცალკეულ ეპიზოდებში, ისე ენობრივადაც. ასევე დიდია პოეტზე აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ გავლენა. პოემაში თვალსაჩინოდ იგრძნობა ხელოვნურობის ელემენტები. ამის მიუხედავად, „ენეიდა“ ითვლება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს თხზულებად. შეფასების მაღალი ტრადიცია მოდის ანტიკური ეპოქიდან.
ვერგილიუსი მიზნად ისახავდა, გადმოეცა რომაელი ხალხის წინასწარ შედგენილი ბედი, მოეთხრო მისი გმირული წარსული და განედიდებინა ავგუსტუსის გვარი. პოეტი ემყარება ლეგენდას, რომლის მიხედვითაც ენეასი და მისი თანამგზავრები იტალიაში მოვიდნენ ტროის დანგრევის შემდეგ. პოეტს რომაელები ტროელების შთამომავლებად ჰყავდა წარმოდგენილი. ეს გმირული ისტორია იწყებოდა რომულუსით და მთავრდებოდა ცეზარითა და ავგუსტუსით.
პოემაში მოთხრობილია, რაოდენ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლები გადახდა ენეასს, ვიდრე იტალიის ადგილობრივ ტომებს დაამარცხებდა და გაბატონებულ მდგომარეობას მოიპოვებდა. თხზულების პოპულარობის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ მას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, გამოხატავდა საიმპერატორო კარის სურვილს, იულიუსების გვარის წარმომავლობა ლეგენდარულ ტროასთან დაეკავშირებინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.