From Wikipedia, the free encyclopedia
აპოლონიოს როდოსელი (დ. ძვ. წ. 295 — გ. ძვ. წ. 215) — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი.
აპოლონიოს როდოსელი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Ἀπολλώνιος Ῥόδιος ძვ. ბერძნ. Απολλώνιος ο Ρόδιος | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 295 |
დაბადების ადგილი | ალექსანდრია |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 215 |
გარდაცვალების ადგილი | როდოსი, რომის იმპერია |
საქმიანობა | პოეტი, ბიბლიოთეკარი, მითოგრაფი, გრამატიკოსი და მწერალი[1] |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
Magnum opus | არგონავტიკა |
დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში. იყო კალიმაქეს მოწაფე და შემდეგ მეტოქე. მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის“ პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.