From Wikipedia, the free encyclopedia
ტომას პეინი (ინგლ. Thomas Paine; დ. 9 თებერვალი ან 29 იანვარი 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ) — აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი. 1774 წელს პეინი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1777–1779 წლებში იყო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი. 1781 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებაშისაფრანგეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებისადმი დახმარების გაწევის შესახებ. 1787 წელს საცხოვრებლად გადავიდა ევროპაში, სადაც წერს ტრაქტატს "ადამიანის უფლებები" (1791-92), რომელშიც იცავს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პრინციპებს, ავითარებს ხალხის სუვერენიტეტისა და რესპუბლიკანიზმის იდეას.
ტომას პეინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 იანვარი (9 თებერვალი), 1737[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | თეტფორდი |
გარდაცვალების თარიღი | 8 ივნისი, 1809[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გრინვიჩ-ვილიჯი[10] |
დასაფლავებულია | ნიუ-როშელი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მწერალი[11] , მეწარმე, ჟურნალისტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი |
ენა | ფრანგული ენა და ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის სამეფო აშშ დიდი ბრიტანეთის სამეფო საფრანგეთის სამეფო საფრანგეთის სამეფო საფრანგეთი აშშ |
ალმა-მატერი | Thetford Grammar School |
Magnum opus | Common Sense, The Age of Reason და Rights of Man |
მეუღლე | Mary Lambert და Elizabeth Ollive |
ხელმოწერა | |
წიგნში "აგრარული სამართალი" (1797) პეინი კიცხავდა საკუთრების განაწილების სისტემას და მიუთითებდა, რომ კაპიტალისტები მუშების შრომით მდიდრდებიან. პეინი ათეისტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკაში. ნაშრომში " "გონების საუკუნე" (1794) იგი გონების ძალას უპირისპირებდა რელიგიურ ცდუნებას. 1802 წელს პეინი დაბრუნდა ამერიკაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.