Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის რევოლუცია — მოვლენების, იდეებისა და ცვლილებათა სერია, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონია გამოეყო ბრიტანეთის იმპერიას და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783) რევოლუციის ერთი ნაწილი იყო, რადგან რევოლუცია დაიწყო დიდი ხნით ადრე ლექსინგტონსა და კონკორდთან პირველ გასროლამდე და გრძელდებოდა იორკთაუნთან ბრიტანლეთა დამარცხების შემდეგაც.
ამერიკის რევოლუციის ხასიათსა და მის მნიშვნელობაზე მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რევოლუცია დაახლოებით ფრანგებისა და ინდიელთა ომის (1754-1763) დროს დაიწყო და დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის აშშ-ის პირველ პრეზიდენტად არჩევით 1789 წელს. ზოგიერთი მოსაზრებით, ამერიკის რევოლუცია სრულებით არ იყო რევოლუციური და რომ მას რადიკალურად არ შეუცვლია კოლონიური საზოგადოება და მხოლოდ კოლონიური მთავრობა შეცვალა ადგილობრივით. საპირისპირო მოსაზრებით ამერიკის რევოლუცია განსაკუთრებული და რადიკალური მოვლენა იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მსოფლიო ისტორიის მსვლელობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები შუალედურ პოზიციას იკავებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.