From Wikipedia, the free encyclopedia
ტაშისკარი — ისტორიული სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 10 კმ. სოფელში დგას ჩიკორის ეკლესია და ტაუსას ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ტაშისკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვიშხეთი |
კოორდინატები | 41°57′04″ ჩ. გ. 43°30′21″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 360[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % ოსები 1,1 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1609 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ტაშისკარის ბრძოლა. ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით გაანადგურა ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარი. ტაშისკარი ფეოდალურ ხანაში შედიოდა ქართლის აბაშიძეების სათავადოში. აბაშიძეებს ტაშისკარში მოწყობილი ჰქონდათ საბაჟო, რომელშიც გაივლიდა ოსმალეთის იმპერიასთან სავაჭო გზით მიმავალი ან მომავალი საქონელი. საბაჟოსთან აგებული იყო კოშკი. ბაჟს განსაზღვრავდნენ ქართლის მეფე და აბაშიძეები. XVIII საუკუნბის შუა წლებში აბაშიძეებმა ტაშისკარის საბაჟოს გამგებლობა ბეჟან ნახუცრიშვილს ჩააბარეს.[3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 360 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.