Remove ads
ქედი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე From Wikipedia, the free encyclopedia
ლიხის ქედი, სურამის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარესა და იმერეთის მხარეს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელ სუბმერიდიანულ ქედზე, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — კავკასიონს, სამხრეთი — მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2470 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: რიბისი (2470 მ), ალხაშენდა (2319 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), ვირიგვერდი (1644 მ), შვილდისი (1443 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), კაპრებისმთა (1177 მ); უღელტეხილებიდან — რიკოთი (999 მ), ჯვარი (936 მ), ფონა და სხვა.
ლიხის ქედი | |
---|---|
ლიხის ქედის ლანდშაფტი | |
კოორდინატები: 42°12′56″ ჩ. გ. 43°36′04″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე იმერეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | რიბისი |
სიმაღლე | 2470 მ |
სიგრძე | 102 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.