უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეებში From Wikipedia, the free encyclopedia
რიკოთის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, მდინარე ძირულის მარცხენა შენაკადის — რიკოთულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 996 მ. მიდამო აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, შემოსილია კოლხური ტიპის შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. უღელტეხილზე გადადის თბილისი — ქუთაისის ავტომაგისტრალი.
რიკოთის უღელტეხილი | |
---|---|
რიკოთის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°03′09″ ჩ. გ. 43°29′31″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 996 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
აკავშირებს | თბილისისა და ქუთაისის ავტომაგისტრალს |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე |
სურათები ვიკისაწყობში |
1982 წელს უღელტეხილის ქვეშ გაიხსნა საავტომობილო გვირაბი სიგრძით 1722 მ. 2010 წელს დაიწყო რიკოთის გვირაბის განახლება, რომელიც 2011 წლის ნოემბერში დასრულდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.