From Wikipedia, the free encyclopedia
საყუდაბელი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ორგორის თემში.[2] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის ტერიტორიაზე მოიპოვება ბაზალტი. სოფელში არის XII-XIII საუკუნეების გამოქვაბულის კომპლექსი, მონასტრის ნანგრევები. სოფლის მიდამოებშია ნასოფლარი ვარნეთი.
სოფელი | |
---|---|
საყუდაბელი | |
წინა ხედზე სოფელი ორგორა, უკანა ხედზე სოფელი საყუდაბელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორგორა |
კოორდინატები | 41°34′37″ ჩ. გ. 43°12′10″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1270 მ |
მოსახლეობა | 154[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 180[3] |
2014 | 154 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.