რობინ უილიამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
რობინ მაკლორინ უილიამსი[1][2] (ინგლ. Robin McLaurin Williams; დ. 21 ივლისი, 1951 — გ. 11 აგვისტო, 2014[3]) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან.
რობინ უილიამსი | |
---|---|
დაბადების სახელი | რობინ მაკლორინ უილიამსი |
დაბადების თარიღი |
21 ივლისი, 1951 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 აგვისტო, 2014 (63 წლის) მარინ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ |
აქტიური | 1972–2014 |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში 1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში 1987 — დილა მშვიდობისა, ვიეტნამო 1991 — მეფე მეთევზე 1993 —მისის დაუტფაირი 2005 – სესილ ბ. დემილის ჯილდო |
საიტი | robinwilliams.com |
მისი კინოკარიერა მოიცავს ისეთ გახმაურებულ ფილმებს როგორებიცაა: „მსოფლიო გარპის მიხედვით“ (1982), „დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ (1987), „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989), „გამოღვიძება“ (1990), „მეფე მეთევზე“ (1991) და „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), აგრეთვე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა კინოფილმები: „პოპაი“ (1980), „კაუჭა“ (1991), „ალადინი“ (1992), „მისის დაუტფაირი“ (1993), „ჯუმანჯი“ (1995), „ჩიტების გალია“ (1996), „ღამე მუზეუმში“ (2006), და „ბედნიერი თათები“ (2006). მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.
2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.[4][5][6]