ალადინი (1992 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალადინი (ინგლ. Aladdin) — Walt Disney Feature Animation-ის 1992 წლის სრულმეტრაჟიანი მუსიკალური ანიმაციური ფილმი. მის დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის რიგით 31-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ეფუძნება ალადინისა და მისი ჯადოსნური ლამპარის ზღაპარს, „ათას ერთი ღამიდან“. რამდენიმე პერსონაჟი ამ ვერსიიდან აღებულია „ბაღდადელი ქურდიდან“ (1940). ამბის სიუჟეტი ოდნავ შეცვლილია - თუკი ორიგინალურ ნაწარმოებში მოქმედების მთავარი ადგილია ჩინეთი, აქ მისი ადგილი არაბულ ქალაქს, აგრაბას უკავია.
„ალადინი“ | |
---|---|
რეჟისორი |
რონ კლემენტსი ჯონ მასკერი |
პროდიუსერი |
რონ კლემენტსი ჯონ მასკერი |
ნაწარმოები | ალადინი და ჯადოსნური ლამპარი („ათას ერთი ღამე“) |
მთხრობელი | რობინ უილიამსი |
როლებში |
|
მუსიკა | ალან მენკენი |
მონტაჟი |
მარკ ა. ჰესტერი ჰ. ლი პიტერსონი |
სტუდია |
Walt Disney Pictures Walt Disney Feature Animation |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 28 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 504.1 მილიონი აშშ დოლარი[1] |
ალადინს ახმოვანებდნენ სკოტ უაინგერი, რობინ უილიამსი, ლინდა ლარკინი, ჯონათან ფრიმენი, ფრენკ უელკერი, ჯილბერტ გოტფრიდი და დაგლას სილი.
ფილმი გამოვიდა დისნეისთვის ნაყოფიერ, დისნეის რენესანსის პერიოდში. „ალადინი“ იყო 1992 წლის ყველაზე წარმატებული ფილმი, რომელმაც მის შემქმნელებს მხოლოდ ამერიკაში მოუტანა 217 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 504 მილიონი.
ფილმის რეჟისორები არიან ჯონ მასკერი და რონ კლემენტსი. ორივე მათგანის წარსულ მიღწევებში უკვე ირიცხებოდა 1989 წლის წარმატებული „პატარა ქალთევზა“. მუსიკაზე იმუშავა ალან მენკენმა, კომპოზიტორმა, რომელიც უკვე მჭიდროდ თანამშრომლობდა დისნეისთან.
„ალადინს“ აგრეთვე მოჰყვა ორი, პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული ფილმი - „ჯაფარის დაბრუნება“ (1994) და „ალადინი და ქურდების მეფე“ (1996), მაგრამ ყველაზე პოპულარული სხვა გაგრძელებებიდან იყო ანიმაციური სერიალი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ზემოაღნიშნულ ორ გაგრძელებას შორის.