![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/b6/Jumanji_poster.jpg/640px-Jumanji_poster.jpg&w=640&q=50)
ჯუმანჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუმანჯი (Jumanji) — 1995 წლის ამერიკული ფენტეზი და სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია ჯო ჯონსტონი. იგი არის კრის ვან ოლსბურგის 1981 წლის ამავე სახელწოდების მოთხრობის ადაპტაცია. მისი სცენარის ავტორები არიან გრეგ ტეილორი, ჯონათან ჰენსლი და ჯიმ სტრეინი. მთავარ როლებს ასრულებენ რობინ უილიამსი, კირსტენ დანსტი, დევიდ ალან გრირი, ბონი ჰანტი, ჯონათან ჰაიდი და ბებე ნოივირთი. კომპიუტერული გრაფიკის სპეციალური ეფექტები მოამზადა Industrial Light & Magic-მა, ხოლო ანიმატრონიკა - Amalgamated Dynamics-მა.
„ჯუმანჯი“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ჯო ჯონსტონი |
პროდიუსერი |
რობერტ უ. კორტი ტედ ფილდი უილიამ ტაიტლერი სკოტ კრუპფი |
სცენარის ავტორი |
გრეგ ტეილორი ჯონათან ჰენსლი ჯიმ სტრეინი |
ეფუძნება |
ჯუმანჯი — კრის ვან ოლსბურგი |
როლებში |
რობინ უილიამსი კირსტენ დანსტი დევიდ ალან გრირი ბონი ჰანტი ჯონათან ჰაიდი ბებე ნოივირთი |
მუსიკა | ჯეიმზ ჰორნერი |
ოპერატორი | თომას ე. აკერმანი |
მონტაჟი | რობერტ დალვა |
სტუდია |
Interscope Communications Teitler Film |
დისტრიბუტორი | TriStar Pictures |
გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი 1995 |
ხანგრძლივობა | 104 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 65 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 262.797.249 აშშ დოლარი |
ფილმში მოთხრობილია 12 წლის ალან პერიშის ამბავი, რომელიც 1969 წელს მეგობარ სარა უიტლთან სამაგიდო ჯუმანჯის თამაშის დროს იკარგება. 26 წლის შემდეგ და-ძმა ჯუდი და პიტერ შეპერდი პოულობენ ჯუმანჯის და შეწყვეტილ თამაშს განაგრძობენ. ალანი, უკვე მოწიფული, ბრუნდება, პოულობს სარას და ოთხივე ერთად ასრულებს თამაშს, რათა უკუაქციოს მის მიერ გამოწვეული მოვლენები.
ფილმი გადაღებული იქნა კინში (ნიუ-ჰემპშირი), თუმცა ამბავი მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ბრენტფორდში. დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია). ჯუმანჯი გამოვიდა 1995 წლის 15 დეკემბერს. მიუხედავად თავდაპირველი გულგრილი შეფასებებისა, კინოთეატრებში წარმატება იქონია, საერთო ჯამში 262.797.249 აშშ დოლარის შემოსავლით (65 მილიონი დოლარის ბიუჯეტით). 1995 წელს იგი იყო რიგით მეათე ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში. 2005 წელს გამოვიდა მისი ერთგვარი წინარეისტორია, „ზათურა“, რომელიც ასევე ვან ოლსბურგის წიგნს ეფუძნება.