![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Blutkreislauf.png/640px-Blutkreislauf.png&w=640&q=50)
ჟანგბადის სატურაცია (მედიცინა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟანგბადის სატურაცია — აღწერს ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის რაოდენობას სისხლში. ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს ზუსტი რაოდენობის ჟანგბადს. ნორმალურ არტერიულ სისხლში ჟანგბადი 95-100 პროცენტითაა გაჯერებული. თუ ეს მაჩვენებელი 90 პროცენტზე დაბალია, იწყება ჰიპოქსემია [1] (სისხლი ორგანოებს ვერ აწვდის საკმარის ჟანგბადს). 80 პროცენტამდე დავარდნა იწვევს ტვინისა და გულის ფუნქციონირების შეზღუდვას. მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებისას ჩერდება გული. ასეთ შემთხვევში, სისხლში ჟანგბადის საკმარისი დონის შესანარჩუნებლად ადამიანი საჭიროებს ჟანგბადის სპეციალურ თერაპიას. ჟანგბადით მომარაგება პროცესია, რომლის დროსაც ჟანგბადის მოლეკულები აღწევენ ორგანოს ქსოვილში. მაგალითად სისხლი ჟანგბადით ფილტვებში დაგროვილი ჰაერით მარაგდება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Blutkreislauf.png/640px-Blutkreislauf.png)