არტერია
From Wikipedia, the free encyclopedia
არტერიები — სისხლძარღვები, რომლებსაც სისხლი, ვენებისგან განსხვავებით, გადააქვს გულიდან ორგანოებამდე.
სახელწოდება არტერია, ანუ ჰაერის მატარებელი ერასისტრატიდან მომდინარეობს, ის თვლიდა, რომ ვენა შეიცავდა სისხლს, ხოლო არტერია - ჰაერს.
აღსანიშნავია, რომ არტერიებს ყოველთვის არტერიული სისხლი არ გადააქვთ. მაგალითად, ფილტვის არტერიას ჟანგბადით არც თუ ისე მდიდარი სისხლი მიაქვს ფილტვებამდე. გარდა ამისა, არტერიები, რომელთა მეშვეობითაც არტერიული სისხლი ნორმალურად მიედინება, შეიძლება შეიცავდეს ვენურ ან შერეულ სისხლს ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა თანდაყოლილი გულის დეფექტები.
არტერიაში პულსი გულის შეკუმშვის ინტენსივობით იგრძნობა. ამას კი იგრძნობთ იმ ადგილებზე თითის დადებით, სადაც არტერია კანთან ახლოს გადის. ყველაზე ხშირად პულსი იკვრება მაჯის გარშემო, რადიალურ არტერიასთან.
გულის კუნთის შეკუმშვისას გულის კედელი გარკვეული ძალით აწვება სისხლს - ვითარდება წნევა, რომელიც სისხლს ამოძრავებს. სისხლი გარკვეული წნევით იწყებს მოძრაობას გულიდან არტერიებში: აორტასა და ფილტვის არტერიებში, რაც არტერიული წნევაა.
ყოველ ჯერზე გული იკუმშება და შემდეგ დუნდება, ამიტომ არტერიული წნევაც იცვლება გულის შეკუმშვისა და მოდუნების მიხედვით. სისხლის წნევა გულის შეკუმშვისას მაღალია და მას სისტოლური წნევა ჰქვია, ხოლო გულის კუნთის მოდუნებისას წნევა დაბალია - მას დიასტოლური წნევა ეწოდება. როდესაც სისხლი ვენებში იკრიბება, მისი წნევა ძალიან დაბალია, ამიტომ საჭიროა დამატებითი ძალა, რომელიც სისხლს გულისკენ აამოძრავებს. ჩონჩხის კუნთები შეკუმშვისას აწვება ვენების კედლებს და ავითარებს სისხლზე ზეწოლას. ამიტომ სისხლი იწყებს ვენებშ მოძრაობას. სისხლის ერთი მიმართულებით, გულისკენ დინებას უზრუნველყოფს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ულისკენ იღება.
სისხლდენა, ასევე ცნობილი, როგორც არტერიული დინება, წარმოადგენს ეფექტს, როდესაც არტერია გადაჭრილია მაღალი არტერიული წნევის გამო. ამ დროს ადამიანი სისხლისგან სწრაფად იცლება, რაც გულის ცემასთანაა დაკავშირებული. დაკარგული სისხლის რაოდენობა კი შესაძ₾ოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს[1].