![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9e/WOA05_GLODAP_del_pH_AYool.png/640px-WOA05_GLODAP_del_pH_AYool.png&w=640&q=50)
ოკეანის გამჟავიანება
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკეანის გამჟავიანება — პროცესი, რომელიც მოიცავს ოკეანეების pH- ის დაწევას, რაც გამოწვეულია ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობის ზრდით.[1] ზღვის წყალს ოდნავ ტუტე თვისებები აქვს და მისი pH > 7-ზე, ამიტომაც ოკეანის გამჟავიანება გულისხმობს pH- ის ნეიტრალურში გადასვლას, ნაცვლად მჟავე გარემოში გადასვლისა, როცა pH < 7-ზე.[2] ნახშირორჟანგი, რომელიც გამოყოფილია ადამიანთა საქმიანობის შედეგად, მისი 30-40% შთაინთქმება ოკეანეების, მდინარეებისა და ტბების მიერ.[3][4] მისი ნაწილი კი რეაქციაში შედის წყალთან და წარმოქმნის ნახშირმჟავას. შედეგად კი ნახშირმჟავას მოლეკულები დისოცირდებიან წყალბადის კათიონად და ბიკარბონატის ანიონად, რაც ზრდის მჟავიანობის მაჩვენებელს. 1751-1996 წლებს შორის, ზედაპირის ოკეანის pH სავარაუდოდ შემცირდა დაახლოებით 8,25-დან 8,14-მდე,[5]რაც მსოფლიო ოკეანეებში H+ იონის კონცენტრაციის თითქმის 30% -იან ზრდას ნიშნავს.[6][7]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9e/WOA05_GLODAP_del_pH_AYool.png/640px-WOA05_GLODAP_del_pH_AYool.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/40/Acidifiedupwelledwater.jpg/640px-Acidifiedupwelledwater.jpg)
მჟავიანობის მატებას, სავარაუდოდ, მოჰყვება მავნე შედეგები წყლის ორგანიზმებისთვის, როგორიცაა მეტაბოლური სიჩქარისა და იმუნური სისტემის დაქვეითება, ასევე იგი იწვევს მარჯნის გაუფერლებას.[8]თავისუფალი წყალბადის იონების ზრდა, დამატებით კი ნახშირმჟავა, რომელიც წარმოიქმნება ოკეანეებში, საბოლოოდ კარბონატის იონებიდან გადაიქცევა ბიკარბონატულ იონებად, რაც დიდ გავლენას ახდენს მჟავიანობაზე და ცოცხალ ორგანიზმებზე.[9] კარბონატის ბიკარბონატში გადასვლა დიდ საფრთხეს უქმნის კალციფიკურ არსებებს, რომლებისთვისაც ბევრად რთული ხდება კარბონატური საფარის შექმნა, ასეთი ორგანიზმებია, მაგალითად, მარჯანი და ზოგიერთი სახეობის პლანქტონი, ხოლო მათი საფარის სტრუქტურა გახდება დაშლადი.[10] გამჟავიანებამ ასევე შესაძლოა დაარღვიოს ოკეანეების კვებითი ჯაჭვი.[11][12]
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ოკეანეში მჟავიანობის ზრდა ნაწილობრივ ანთროპოგენურია, დედამიწის ისტორიაში ადრეც მომხდარა მსგავსი ფაქტი,[13] და შედეგად წარმოქმნილ ეკოლოგიურ კოლაფსს ოკეანეებში, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდა ნახშირბადის გლობალურ ციკლსა და კლიმატზე.[14][15] ყველაზე ნათელი მაგალითია „PETM“, თერმული მაქსიმუმი,[16] რომელიც მოხდა დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ, როდესაც ნახშირორჟანგის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ოკეანეებსა და ატმოსფეროში, რამაც ასევე გამოიწვია კარბონატული ნალექების დაშლა ყველა ოკეანეში.
ოკეანის მჟავიანობა შედარებულია ანთროპოგენური კლიმატის ცვლილებასთან და მას უწოდებენ „გლობალური დათბობის ბოროტ ტყუპს“.[17][18][19][20][21] ასევე სხვა ნახშირორჟანგის პრობლემებთან ერთად,[18][20][22] აღსანიშნავია, რომ მტკნარი წყლებიც მჟავიანდება, რომელიც უფრო კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს.[23][24]