![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8f/Grand_Canyon_43.jpg/640px-Grand_Canyon_43.jpg&w=640&q=50)
კანიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანიონი (ესპ. Cañón — მილი, ხეობა) — მდინარის ღრმა ხეობა, ძალზე ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, ჩვეულებრივ, მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კანიონის — დიდი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ) სიგრძეა 320 კმ, სიღრმე — 1800 მ-მდე. კანიონები გვხვდება მთიან მხარეებში და მაღალ ვაკეებზე. ყოფილ სსრკ-ში უდიდესი კანიონებია სულაკის კანიონი 53 კმ დაღესტანში. კანიონისებრ ხეობაში მიედინება მდინარე იუფშარა (მდინარე ბზიფის აუზი) და ბევრი სხვა მდინარე საქართველოში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8f/Grand_Canyon_43.jpg/320px-Grand_Canyon_43.jpg)