![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a0/Carbon_dioxide_3D_ball.png/640px-Carbon_dioxide_3D_ball.png&w=640&q=50)
ნახშირორჟანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნახშირორჟანგი — ნახშირბადის დიოქსიდი, , ოქსიდი
, ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეული. აღმოაჩინა შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ ბლეკმა მაგნიუმკარბონატის დაშლისას.
ნახშირორჟანგი | |
![]() | |
![]() | |
![]() | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 44.01 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −56.6 °C °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 124-38-9 |
ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შედგენილობაში 0,03%-ით. ნახშირორჟანგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია; სიმკვრივე 1,9 კგ/კუბ.მ.; კრიზისული ტემპერატურა 31 ცელსიუსი, კრიზისული წნევა 7,62 მეგნ/კვ.მ. ნახშირორჟანგი ატმოსფერულ წნევასა და 78 გრადუსზე თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას („მშრალი ყინული“). თხევადი ნახშირორჟანგი არსებობს ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5,85 მეგნ/კვ.მ.-ზე მეტი წნევის დროს.
თხევადი ნახშირორჟანგის სიმკვრივეა 771 კგ/კუბ.მ., მყარის - 1512 კგ/კუბ.მ. იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში. ენერგიულად უერთდება ფუძეებს და წარმოქმნის კარბონატებს. არ იწვის, არც ხელს უწყობს წვას.