From Wikipedia, the free encyclopedia
ატმოსფერო (ბერძ. ατμός — ორთქლი და σφαῖρα — სფერო) — აირისებრი გარსი, რომელიც ციურ სხეულებს ირგვლივ აკრავს გრავიტაციის გამო. რადგან არ არსებობს მკვეთრი საზღვარი ატმოსფეროსა და პლანეტათაშორის სივრცეს შორის, ჩვეულებრივ, ატმოსფეროდ ითვლება ციური სხეულის ირგვლივ არსებული არე, სადაც აიროვანი გარემო ბრუნავს მასთან ერთად როგორც ერთიანი მთელი. ზოგიერთი პლანეტის ატმოსფეროს სიღრმე, რომელიც შედგება ძირითადად აირებისაგან, შესაძლოა იყოს ძალიან დიდი. ატმოსფეროს მახასიათებელი დამოკიდებულია მოცემული ციური სხეულის ზომაზე, მასაზე, ტემპერატურაზე, ბრუნვის სიჩქარეზე და ქიმიურ შედგენილობაზე. დედამიწის ატმოსფერო ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისაგან შედგება, იუპიტერისა და სატურნის ატმოსფეროები კი უმთავრესად წყალბადსა და ჰელიუმს შეიცავენ. ასევე განსხვავდება დედამიწის ატმოსფერო ნახშირორჟანგით მდიდარი მარსისა და ვენერას ატმოსფეროებისაგან. ატმოსფერო გააჩნია ყველა მასიურ სხეულს დედამიწის ტიპის პლანეტებსა და აიროვან გიგანტებს. დაბალტემპერატურიანი აიროვანი გიგანტები — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ინარჩუნებენ უმთავრესად დაბალი მოლეკულური მასის აირებს — წყალბადსა და ჰელიუმს. მაღალტემპერატურიანი აიროვანი გიგანტები — როგორებიცაა HD 209458 b ან 51 Pegasi b პირიქით, მას ვერ ინარჩუნებენ და მათი ატმოსფეროს მოლეკულები სივრცეში იბნევა.
ატმოსფერული წნევა ატმოსფეროს ჰიდროსტატიკური წნევაა, რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია ჰაერის სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე ატმოსფეროს საზღვრამდე ვრცელდება. ატმოსფერული წნევა კლებულობს სიმაღლიდან აირის რაოდენობის შემცირების გამო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.