ნიკოლას მიურეი ბატლერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლას მიურეი ბატლერი (ინგლ. Nicholas Murray Butler; დ. 2 აპრილი, 1862, ელიზაბეთი, ნიუ-ჯერსი, აშშ — გ. 7 დეკემბერი, 1947, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი თეორეტიკოსი და პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პროფესორი.
ნიკოლას მიურეი ბატლერი | |
---|---|
ინგლ. Nicholas Murray Butler | |
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1862(1862-04-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | ელიზაბეთი[9] |
გარდაცვალების თარიღი | 7 დეკემბერი, 1947(1947-12-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი[10] |
მოქალაქეობა | აშშ[11] |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
დედა | Mary Jones Butler[12] |
შვილ(ებ)ი | Sarah Butler[13] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[14] [15] და Goethe Medal for Art and Science |
1902-1945 წლებში, 43 წლის განმავლობაში, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის უახლოესი მეგობარი. ორჯერ (1920 და 1928 წელი) შეეცადა გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან; მრავალი შრომისა და საკუთარი ავტობიოგრაფიის ავტორი; ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 1931 წელს, რომელიც ჯეინ ადამსთან ერთად მიენიჭა პაციფისტური მოღვაწეობისათვის.
მისი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის თაოსნობით, 1912 წელს ჯოზეფ პულიცერის ანდერძის თანახმად შეიქმნა მსოფლიოში მესამე ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა, ხოლო ცოტა მოგვიანებით დაარსდა პულიცერის პრემია, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო ამერიკელი ჟურნალისტი ან ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანი. პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გახდა. დაარსების დღიდან 1945 წლამდე ნიკოლას მიურეი ბატლერი პულიცერის პრემიის დაჯილდოების კომისიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხშირად რთულ გადაწყვეტილებებს იღებდა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გასული წლის პრემიის მფლობელი[16][17].