თეოდორ რუზველტი
From Wikipedia, the free encyclopedia
თეოდორ (ტედი) რუზველტი (ინგლ. Theodore (Teddy) Roosevelt; დ. 27 ოქტომბერი, 1858 — გ. 6 იანვარი, 1919) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკოსი და მწერალი. 1899-1900 წლებში ეკავა ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობა. 1901 წლის მარტში კი ამერიკის რიგით 25-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა, 1901 წელს, პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ, ის ამერიკის რიგით 26-ე პრეზიდენტად დაინიშნა, ხოლო 1904 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული. აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი და 25-ე ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. რუზველტი ცნობილი იყო თავისი ანტი-მონოპოლისტური და ეკოლოგიური პოლიტიკით. გარდა ამისა, რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
სწრაფი ფაქტები აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
თეოდორ რუზველტი Theodore Roosevelt | |
აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 სექტემბერი, 1901 – 4 მარტი, 1909 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ (1901-05),[1] ჩარლზ ფერბენკსი (1905-09) |
წინამორბედი | უილიამ მაკ-კინლი |
მემკვიდრე | უილიამ ჰოვარდ ტაფტი |
აშშ-ის 25-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1901 – 14 სექტემბერი, 1901 | |
პრეზიდენტი | უილიამ მაკ-კინლი |
წინამორბედი | გარეტ ჰობარტი |
მემკვიდრე | ჩარლზ ფერბენკსი |
ნიუ-იორკის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1899 – 31 დეკემბერი, 1900 | |
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1897 – 1898 | |
პრეზიდენტი | უილიამ მაკ-კინლი |
ნიუ-იორკის პოლიციის უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1895 – 1897 | |
დაბადებული | 27 ოქტომბერი, 1858 ნიუ-იორკი |
გარდაცვლილი | 6 იანვარი, 1919 (60 წლის) ოისტერ ბეი, ნიუ-იორკი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია (1897–1912) პროგრესული პარტია (1912–1916) |
მეუღლე | 1.ელის ჰატაუეი ლი რუზველტი 2. ედიტ რუზველტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი, მკვლევარი |
ხელმოწერა |
დახურვა