ჯეინ ადამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეინ ადამსი (ინგლ. Jane Adams; დ. 6 სექტემბერი, 1860 – გ. 21 მაისი, 1935), ცნობილია როგორც სოციალური მუშაობის „დედა“ — ამერიკული კოლონიზაციის აქტივისტი/რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი. ელენ გეიტისთან ერთად ის არის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ახალშენის თანადამფუძნებელი, ჩიკაგოს ჰული სახლი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალშენი ამერიკაში. ეპოქაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ თეოდორ რუზველტი და იუდროუ უილსონი ითვლებოდნენ რეფორმატორებად და სოციალურ აქტივისტებად, ადამსი კი იყო გაძლიერებული, მზარდი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეფორმატორი. ის დაეხმარა ამერიკას სარჩელი შეეტანა და ყურადღება გამოეჩინა იმ კითხვებზე, რომლებიც გამოწველი იყო დედების შეშფოთებით, ბავშვების მოთხოვნილებების უგულვებელყოფით, ადგილობრივი გაუმართავი ჯანდაცვით და მსოფლიო მშვიდობის სურვილით. საკუთარ ესეში „ქალთა ჩართულობა ქალაქის მთავრობის საქმეებში“, ჯეინ ადამსი აღნიშნავდა კავშირს მთავრობის მოხელეებსა და დიასახლისებს შორის, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მთავრობის ბევრი დეპარტამენტი, როგორიც იყო სანიტარია და ბავშვების განათლება, შესაძლებელი იყო ამ სფეროში ჩართულები ყოფილიყვნენ ქალებიც. მაშასადამე, ეს იყო საკითხები, რომლებშიც ქალებს უფრო მეტი ცოდნა გააჩნდათ ვიდრე მამაკაცებს, ამიტომ ქალებს უნდა მისცემოდათ უფლება გამოეხატათ თავიანთი საუკეთესო მოსზრებები. ჯეინი ამბობდა, რომ თუ ქალები პასუხისმგებელნი იქნებოდნენ თავიანთი საზოგადოების გასუფთავებაში და ეცდებოდნენ საუკეთესო ადგილად ექციათ საზოგადოება, მათ უნდა მისცემოდათ თავიანთი ხმის დაფიქსირების უფლება. ადამსი გახდა მთავარი მასწავლებელი საშუალო კლასის ქალბატონების, რომლებსაც სურდათ მიეღოთ განათლება და აემაღლებინათ საკუთარი სახელი საზოგადოებაში. იგი სულ უფრო მეტად აღიარებული ადამიანი ხდებოდა ამერიკული პრაგმატიზმის ფილოსოფიის სკოლაში, და ცნობილია, როგორც პირველი ქალი „ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში საზოგადოების ფილოსოფოსი“. 1889 წელს ის გახდა ჰულ სახლის თანადამფუძნებელი, ხოლო 1920 წელს ის იყო ACLU-ს თანადამფუძნებელი. 1931 წელს ის გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღი ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ჯეინი ასევე აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი სამუშაოს, როგორც პროფესიის დამფუძნებლად.
ჯეინ ადამსი | |
---|---|
ჯეინ ადამსი, ფოტოსურათი გადაღებულია 1926 წელს | |
დაბადების თარიღი |
6 სექტემბერი, 1860 წელი კედერვილი, ილიონისი, ამერიკის შეერთებული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
21 მაისი, 1935 წელი ჩიკაგო, ილიონისი, ამერიკის შეერთებული შტატები |
განათლება | როკფორდის ქალთა უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სოციალური მუშაკი, პოლიტიკური აქტივისტი, ავტორი და ლექტორი, თანასაზოგადოების ორგანიზატორი, საჯარო ინტელექტუალი |
მშობლები |
მამა: ჯონ ჰ. ადამსი დედა: სარა ვებერი (ადამსი) |
ჯილდოები | ნობელის პრემია მშვიდობის დარგში (1931) წელი |
ხელმოწერა |