მხარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთა-მთიანეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის, ხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM.
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
მცხეთა-მთიანეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | მცხეთა |
შიდა დაყოფა | დუშეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°17′00″ ჩ. გ. 44°45′00″ ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | დავით ნოზაძე[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6785 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 94 573 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 13,9 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,5 % აზერბაიჯანელები 2,4 % ოსები 1,4 % ასურელები 0,7 % სომხები 0,3 % რუსები 0,3 %[2] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 96,07 % მუსლიმები 2,43 %[3] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge |
მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 94 573 ადამიანს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 13,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 411 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
რუკა | მუნიციპალიტეტები |
---|---|
დუშეთის მუნიციპალიტეტი | |
თიანეთის მუნიციპალიტეტი | |
მცხეთის მუნიციპალიტეტი | |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[4] | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|
მცხეთა-მთიანეთი | 117 740 | 94 573 | 94 100 | 93 900 | 93 900 |
დუშეთის | 33 636 | 25 659 | 25 900 | 26 000 | 26 100 |
თიანეთის | 14 014 | 9468 | 9800 | 9900 | 10 000 |
მცხეთის | 64 829 | 55 651 | 54 400 | 54 200 | 53 900 |
ყაზბეგის | 5261 | 3795 | 3800 | 3800 | 3800 |
მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.