From Wikipedia, the free encyclopedia
შიდა ქართლი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალური ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია „ზენა სოფელი“.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შიდა ქართლი}} |
შიდა ქართლი | |
---|---|
გორის ციხე | |
კუთხის ცენტრი | გორი |
ქვეყანა | საქართველო |
შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე.
შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.
XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლიც ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი (გვიანდელი სამცხე-საათაბაგო) დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამაჩაბლოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.
შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.
მდინარე ადმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი (1114 მ-მღე). მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში ხელოვნური გამოქეაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველო რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი — მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
შიდა ქართლზე უძველესი დროიდან გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ჩრდილოეთიდან მოემართებოდა დარიალის ანუ არაგვის გზა, რომელიც გადიოდა მცხეთაზე. ეს გზა მოქმედებდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან მაინც. დიდი იყო მისი როლი შემდგომ ხანებშიც. XIII სსაუკუნეში მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ამ გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის II ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა.
ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო-სატრანზიტო გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა ამივრკავკასიაზე, კერძოდ, შიდა ქართლზე. ეს გზა მტკვრის ორივე სანაპიროს მიუყვებოდა. უპირატესობა ეძლეოდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამავალ გზას. იგი გაივლიდა მცხეთას, მუხრანს, სამთავისს, გორს, ურბნისს, რუისს. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც მცირე აზიიდან მიემართებოდა და მცხეთამდე აღწევდა. აქედან კი არაგვის ხეობით ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა.
მნიშვნელოვანი მაგისტრალ, ე. წ. „ცხვრის გზა“, რომელიც საქართველოს დიაგონალურად ჰკვეთდა და კახეთ-ჰერეთს ტაო-კლარჯეთთან აკავშორებდა, თრიალეთის ქედის თხემს გასდევდა და მრავალი განშტოებით უკავშირდებოდა მის გარდიგარდმო მდებარე „ქვეყნებს“. ამ უძველესმა გზამ გარკვეულ ისტორიულ პირობებში ხელი შეუწეო ზემოხსენებულ „ქვეყანათა“ შერწყმას და, საბოლოოდ, საქართველოს გაერთიანებას.
შიდა ქართლი სამხრეთ საქართველოს უკავშირდებოდა მტკვრის, ძამის, ტანის, თეძმის, კავთურის, ნიჩბისისა და ძეგვის ხეობებზე გამაცალი გზებით. დასავლეთ საქართველოს ლიხის ქედზე მდებარე პერანგას, ზემოჯვარ-კორტოხის, დედაბერას, რიკოთის, სურამის, ციხისძირის უღელტეხილებით, ჩრდილოეთ კავკასიას კი, დარიალის გზის გარდა, ლიახვის ხეობით, სბისა და როკის უღელტეხილებით.
რეგიონში ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი აღმოჩნდა ლამისყანაში და მდინარეების კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ადგილას დადასტურდა პალეოლითური (მუსტიეს ხანა) იარაღები. ადრესამიწათმთქმედო არქეოლოგიური კულტურა ჯერ არ არის აღმოჩენილი. შიდა ქართლის ტერიტორია ინტენსიურად იყო დასახლებული ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი). მოსახლეობა ცხოვრობდა „გორებზე“ (ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები და სხვ.). შენობები წრიული ან ოთხკუთხა იყო, ნაგები სარებით, ლასტით და ალიზის აგურით. შუაში „დედაბოძი“ იდგა, მის წინ კი, კერა იყო. სახლს პქონდა ან წრიული დერეფანი რომელიც გარს ერტყა ოთახს, ან ოთხკუოხა, რომელიც ოთახს შესასვლელთან პქონდა მიშენებული. ოთახსა და დერეფანს ბრტყელი გადახურვა ჰქონდა. იყო ნახევრად ოვალური აფსიდურკედლიანა სახლებიც, რომლებსაც სარიტუალო-საკულტო დანიშნულება უნდა პქონოდათ (გუდაბერტყა). მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. მიკვლეულია მარცვლეულის მრავალი სახეობა. ხიზანაანთ გორაზე დადასტურებულია ყურძნის წიპწები. უკვე ხმარობენ სახვნელ კავსა და კევრს. განვითარებულია მესაქონლეობა და სპილენძის მეტალურგია. დაწინაურებულია კერამიკული წარმოება და ფეიქრობა.
ამ პერიოდში შეიმჩნევა ზოგიერთი სამოსახლოს გამსხვილება, თითქოს გარკვეული მიკრორაიონის ცენტრად გადაქცევის ტენდენცია. ეს სამოსახლოები (მაგალითად, გუდაბერტყა) გარემოზე გაბატონებულ სტრატეგიულ ადგილებშია განლაგებული და გამაგრებული. „გორაზე“ უკვე პატრიარქალური გვარი სახლობს.
ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში შიდა ქართლში ყალიბდება „მტკვარ-არაქსის“ კულტურის ორიგინალური ვარიანტი რომელიც გავრცელებულია აგრეთვე ზემო იმერეთშიც. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწურულისათვის „გორებზე“ ცხოვრება წყდება, ხოლო გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან კვლავ ახლდება. ამის მიზეზი უნდა იყოს, ერთი მხრივ, წვრლფეხა მესაქონლეობის, საიალაღო მეცხვარეობისა და ბრინჯაოს მეტალურგიის შემდგომი განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, ბარში პრიმიტიული მიწათმოქმედების კრიზისი, რასაც უნდა გამოეწვია მოსახლეობის ამოძრავება და სამეურნეო საქმიანობის სიმძიმის ცენტრის ბარიდან მთაში გადანაცვლება.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძირითადი სამეურნეო საქმიანობაა მომთაბარული მესაქონლეობა. მთასა თუ ბარში იგი დროებით სადგომებში ცხოვრობს. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ რაიონებში ნაკლებად გვხვღება, ხოლო სამაროვნები კი საკმაოდ ბევრია. ამ ხანის შიდა ქართლის ყორდანული სამარხების კულტურა გარკვეულ მსგავსებას პოულობს თრიალეთურ კულტურასთან. ზოგ ყორდანულ სამარხში (აშურიანი, მეტვხი) შეიმჩნევა შუა ბრინჯაოს ხანის კულტურიდან გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კულტურაზე გაღასვლის ნიშნები.
ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება როგორც ძველი სამოსახლო „გორების“, ისე ახალი სამოსახლო ადგილების ათვისება. მოსახლეობა იზრდება, ფართოვდება მეურნეობა. „გორებზე“ ამ დროს კვლავ მიწათმოქმედი მოსახლეობა ცხოვრობს. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყალიბდება განსხვავებული არქეოლოგიური კულტურა, რომელზეც დიდ გაელენას ახდენს დასავლურ ქართული, კვრძოდ კოლხური კულტურა. შიდა ქართლის კულტურა მეზობელი კულტურებისაგან უმთავრესად განსხვავდება ფოთლისებრი სატევრებით, მასრაგახსნილი შუბისპირებით, თხელფირფიტოვანი ისრისპირებით, თავხვია საკინძებით.
შიდა ქართლი ის არეალია, სადაც ხდვბოდა აღმოსავლურ და დასავლურ ქართულ კულტურათა შეხვედრა (გამდლისწყაროს, რენესა და სათოვლენაბაღრევის არქეოლოგიური ძეგლები).
გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანებში უკვე ყალიბდება შემდეგში საქართველოში ყველაზე გაერცელებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ხევი. ეს არის ცალკეულ სამოსახლო გორათა სისტემა, რომელთაგან ერთი მოწინავეობს და ჩემულობს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის როლს. ქვეყნის ხევებად დაყოფას, რომელიც გეოგრაფიულ თვისებებზე დამყარებული, საქართველოს ბარში, სამეურნეო ფაქტორიც (ირიგაცია) განსაზდვრავდა. ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ ხევხმელას ხეობაში მდებარე ხოვლეგორა, რომელიც ძვ. წ. XIV საუკუნის ქვის გალავნით შემოზღუდული „გვარის“ სამოსახლოა. ძვ. წ. XII საუკუნიდან იგი ბორცვთან ერთად მოიცავს ბორცვის ძირში გაჩენილ სოფელსაც, რომლისგან ბორცვზე დარჩენილი მოსახლეობა გამოყოფილია საგანგებო თხრილით და ქვის გალავნით. თვით ბორცვი კი საკულტო-თავდაცვითი ნაგებობაა. ეს მიუთითებს აქ მობინადრე გვარის გარკვეულ სოციალურ დიფერენციაციაზე, რაც ძვ. წ. IX-V საუკუნეებში კიდევ უფრო ღრმავდება. სოციალური თვალსაზრისით ეს უნდა იყოს სამხედრო დემოკრატიის სტადია.
ხოვლეგორაზე განვითარებული იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, ხოლო განვითარების გვიანდელ ეტაპზე — მევენახეობაც. აქ გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაში განსაკუორებულ ყურაღღებას იმსახურებს პურის საცხობი ღუმელები, რომელთა მსგავსი აღმოჩნდა შიდა ქართლის მრავალ სხვა არქეოლოგიურ ძეგლზეც (ნაცარგორა, თრელიგორები, სამთავროს ნასახლარები, ნარეკვავი, კავთისხევი, უფლისციხე), ხოლო ცალკეული პარალელები სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში.
ძვ. წ. VI საუკუნიდან ხოვლეს შავად, ლეგად და წაბლისფრად გამომწვარი კერამიკის გვერდით ჩნდება „წითლად გამომწვარი“ ჭურჭელი, რომელიც არ ამჟღავნებს გენეტიკურ კავშირს წინამორბედთან და შემდეგ საუკუნეებში გაბატონებულ მდგომარეობას იძენს. ეს კერამიკა ვრცელდება ქვემო და შიდა ქართლში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ახალი ფორმებისა და ტექნიკური ხერხების გაჩენა მოწმობს ახალი კულტურული დინების გავლენას, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ახალი ეთნიკური ელემენტების, შესაძლოა ურარტელების, კულტურულ ორბიტაში მოქცეული ქართველი ტომების შემოსვლასთან.
ადრინდელი ანტიკური ხანისათვის აღმოსავლეთ საქართველოში უნდა შექმნილიყო რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ერთი მათგანი წარმოიშვა ზენა სოფელში (შიდა ქართლი). მისი ცენტრი უფლისციხის მიდამოებში უნდა ყოფილიყო. ძველი ქართული ქრონიკა, გარდა უფლისციხისა, რომელსაც ქალაქ კასპის ციხედ იხსენიებს, ამავე ხანის მნიშვნელოვან ცენტრებად ასახელებს სარკინეს თავისი „ციხე დიდით“, ურბნისსა და ოძრხეს.
ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ფარნავაზის მეთაურობით შეიქმნა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრიც მცხეთა იყო. მცხეთის გადედაქალაქებას გარკვეულად შეუწყო ხელი მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ - აქ თავს იყრიდა მნიშვნელოვანი მაგისტრალური გზები და შესაძლებელი ივო ერთმანეთთან დაკავშირებული ციხე-სიმაგრეების სისტემის შექმნა. მცხეთის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა მუხრანის სამეურნეო რაიონის ეკონომიკურ ათვისებასაც. მცხეთის სამეურნეო რაიონი გაიზარდა მდ. ქსნამდე და დაიწყო მუხრანის ველის მთლიანად ათვისება, რასაც მოჰყვა მდ. ქსანზე დიდი საირიგაციო ნაგებობების მშენებლობა (დიდი რუ რუსხმულით, ნასტაკისის რუ, საგლახაო რუ).
მას შემდეგ, რაც ფარნავაზმა ოავისი ხელისუფლება მთელ ქართლზე განავრიო და ეგრისიც შემოიერთა, ქვეეანა საერისთავოებად დაჰყო. შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ეროეულში მოაქცია და სათავეში სპასპეტი ჩაუყენა. ფარნავაზმა ქართლის მთას გალავანი შემოავლო და მასზე არმაზის კერპი ადმართა. ფარნავაზის შთამომავლებმა აღმართეს აინინას და დანინას კერპები და გააგრძელეს არმაზციხის მშენებლობა. შემდგომში არმაზციხე აკროპოლისად და იბერიის მეფეთა რეზიდენციად იქცა. არქეოლოგიურმა გათხრებმა არმაზციხეში (ბაგინეთი) გამოავლინა თავდაცვითი და სასახლის ნაგებობათა დიდი კომჰლექსი. არმაზციხის გარდა „დიდ მცხეთაში“ მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო ზადენციხე (იგივე წიწამური-სევსამორა), სადაც იდგა ზადენის კერპი. წიწამურის მიდამოები ინტენსიურად ჩანს დასახლებული ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან (კამარახევის სამაროვანი). აქ გამოვლინდა ადრინდელი ელინისტური ხანის თავდაცვითი ნაგებობები და დასახლებათა ნაშთები.
აღმონენილია ადრინდელი ელინისტური ხანის ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი დასახლებები - სამადლო, ნასტაკისი, აღაიანი, ციხიაგორა. აღნიშნული პერიოდისათვის ციხიაგორაზე ტაძარია. გამოვლენილია ელინისტური ხანის ფენები (სარკინესა და ურბნისის ნაქალაქრებზე, გორის ციხეზე).
არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად ანტიკური ხანის შიდა ქართლში საქალაქო ცხოვრების განვითარებაზე მეტეველებს სტრაბონის ცნობაც: „იბერია კარგადაა დასახლებული მეტწილად როგორც ქალაქებად, ისე დაბებად, ისე, რომ, აქ გვხვდება კრამიტის სახურავები და ხუროთმოძღვრების წესით აგებული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები. ამასვე უნდა მოწმობდეს მცხეთაში ხუროთმოძღვრისა და მხატვართუხუცესის თანამდებობის არსებობა, რაც დოკუმენტურად IV საუკუნეშია დადასტურებული.
ძვ. წ. IV საუკუნე მცხეთის არქეოლოგიურ მასალაში და სამთავროს სამაროვანზე შეიმჩნევა ქრონოლოგიური ლაკუნა.
შიდა ქართლის ტერიტიირიაზე ელინისტური ხანის მრავალრიცხოვანი მონეტების აღმოჩენა მოწმობს იბერიის ინტენსიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. აქ ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს იბერიულ სტატერებს (ნაპოვნია ჩრდ. კავკასიაშიც), აღმონენილია მაკედონელის ორიგინალური ოქროს სტატერი (მცხეთაში, ელინისტური ეგვიპტის მმართველის პტოლემე ფილოპატორის სპილენძის, სელევკიდების სირიის მეფეების სპილენძის, სინოპის საქალაქო, ტიგრან II-ისა და გვიანდელი ელინისტური ხანის პართიის მონეტები (შიდა ქართლის სხვადასხვა ადგილები).
ძვ. წ. I საუკუნე რომსა და პონტოს სამეფოს შორის გამწვავებული ურთიერთობა ომში გადაიზარდა. მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცდენად სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის მმართველებმა კავშირი დაამყარეს პონტოს სამეფოსთან, მაგრამ რომაელებმა დაამარცხეს პონტოს მეფის ლაშქარი და სომხეთში შეიჭრნენ. რომაელმა სარდალმა პომპეუსმა ალბანეთისა და ქართლის დამორჩილებაც გადაწევიტა. ძვ. წ. 65 წ. გაზაფხულზე პომპეუსის ლაშქარი შემოიჭრა ქართლში. ქართლის მეფე არტაგი იძულებული გახდა არმაზციხე დაეტოვებინა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადასულიყო და მდინარეზე ხიდი დაეწვა პომპეუსი მტკვრის მარჯვენა ნაპირს აჰყვა და ბრძოლით დაიმორჩილა ქართლის ეს მსარე, შემდეგ მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადაინაცვლა და კოლხეთში გადავიდა.
იბერიაში პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ რომსა და იბერიას შორის დამყარდა ურთიერთობა, რომელიც „მეგობრობასა“ და „სამხედრო კავშირში“ გამოიხატებოდა. ქართლის მეფეს ევალებოდა ჩაეკეტა ჩრდილო კავკასიიდან მომავალი გზები და ამით რომაელთა სამფლობელოები მომთაბარეთა შემოსევებისაგან დაეცვა, ვალდებული იყო სამხედრო დახმარება გაეწია რომაელებისათვის, რომლებიც ამ დროს აღმოსავლეთში ომობდნენ. I-III საუკუნეებში იბერიის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა. რომის იმპერატორები ყოველმხრივ ცდილობდნენ ქართლთან „მეგობრობის“ შენარნუნებას.
რომაული ხანის შიდა ქართლის არქეოლოგიურ ძეგლთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფ. არადეთთან დედოფლის მონდორზე აღმოჩენილი ძვ. წ. I საუკუნის დიდი სატაძრო კომპლექსი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით აქემენიდური ხანის სუზის და სელევკიდური ხანის პერსოპოლისის ტაძრების ანალოგიურია, მაგრამ მთელი რიგი თავისებურებებითაც ხასიათდება. კომპლექსი გეოგრაფიულად იბერიის ცენტრში მდებარეობს და მის ახლოს თავდაცვითი ნაგებობები არ არის, რაც ამ სამლოცველოს საერთო სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე მიუთითებს. დედოფლის მინდორსა და ციხიაგორაზე ტაძრების აღმონენა სარწმუნოს ხდის მოსაზრებას, რომ ძველი ქართული თემი სატაძრო თემი იყო და ძველი ქართლის საზოგადოებრივი წყობილება ადრეულ ხანაში ძირითადად თეოკრატიულ ელფერს ატარებდა (სტრაბონი).
ამ ხანის ყველაზე მნიშვნელ.ოვანი არქეოლოგიური ძეგლებია მცხეთის აკლდამა (I საუკუნე), არმაზისხევის პიტიახშთა სამარხები და საცხოვრებელ-კომუნალური ნაგებობანი (II-III საუკუნეები), ზღუდერის სამარხები (II-IV საუკუნეები) და ნაქალაქარი ძალისი (I-IV საუკუნეები). მცხეთის აკლდამის ქვის ნახევარცილინდრული კამარა უძველესია საქართველთში აღმოჩენილ ქვის კამარათა შორის. არმაზისხევში, ბაგინეთსა და ძალისში აღმოჩენილი აბანოები დაგეგმარებითა და აღნაგობით ემსგავსვბა წინა აზიის (დურაევროპოსი) და ყირიმის (ქარაქსი-აიტოდორი) გვიანდელი ანტიკური ხანის აბანოებს. არმაზისხევში აღმოჩნდა პატიახშ-ერისთავთა მდიდრული სამარხები. ამავე რანგისაა ზღუდერის სამარხებიც. მათში ტორევტიკა ძირითადად ვერცხლის ჭურჭლით არის წარმოდგენილი. ვერცხლის ჭურჭელი გვხვღვბა მხოლოღ გამორჩეულად მდიდრულ სამარხებში. ამავე რანგისაა ზღუღერის სამარხებიც. ტორევტიკის ნიმუშები ძირითადად იმპორტულია, თუმცა ვხვდებით ადგილობრივ ნაწარმსაც (სავარძელტახტებისა თუ დასაკრძალავ სარეცელთა ხის ფეხების ვერცხლის გარსაკრავები და სხვ.) აღსანიშნავია ცხენისგამოსახულებიანი ვერცხლის პინაკები, რაც მიუთითებს ქართლის არისტოკრატიაში მითრაიზმის გავრცელებაზე. არმაზისხევის გათხრებმა მოგვცა არამეული დამწერლობის ადგილობრივი ნიმუშები, რომელიც მეცნიერებაში შევიდა „არმაზულის“ სახელით. „არმაზული“ დამწერლობა, ბერძნულთან ერთად, ანტიკური იბერიის ოფიციალური დამწერლობა იყო.
ნაქალაქარ ძალისში აღმოჩნდა დიონისესა და მის წრესთან დაკავშირებული მაღალმხატვრული მოზაიკური გამოსახულებანი.
გვიანდელი ანტიკური ხანის შიდა ქართლში დიდად იყო დაწინაურებული ოქრომჭედლობა. მცხეთის საოქრომჭეღლო სახელოსნოთა ნაწარმი არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ საქართველოშიც ვრცელდებოდა. ოქრომჭეღლობის მეორე დიდი ცვნტრი იყო ურბნისი.
იმდროინდელი შიდა ქართლის კერამიკა თითქმის ყოველთვის წითლად არის გამომწვარი, ხოლო ზოგჯერ წითლად შეღებილია და საერთოდ ადრეული პერიოდის კერამიკასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ მიმზიდველი, ერთფეროვანი და მხატვრული თვალსაზრისით მდარეა.
ამ დროს ქართლში ფართო ხმარებაში იყო საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული მონეტები და მათი ადგილობრივი მინაბაძები. ქართლში ძლიერ იყო გავრცელებული რომაული და ქართული ვერცხლის მონეტები — ავგუსტუსის დენარები, გოტარზის დრაქმები და მათი ადგილობრივი მინაბაძები. ნიშანდობლივია არქეოლოგიურ მასალაში იმპორტული საქონლის სიუხვე. ქართლთან სავაჭრო ურთიერთობა უნდა ჰქონდათ ეგვიპტის სახელოსნო ცენტრებს (მძივები). აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ ძვირფას ქვებს ფართოდ იყენებდნენ ადგილობრივი ოქრომჭეღლები. მრავლადაა რომაული გლიპტიკური ძეგლები, სირიული მინის ჭურჭელი, იტალიკური ბრინჯაოსა და ვერცხლის ჭურჭელი.
ქართული წარმართული პანთეონი უძველესი დროიდან იცნობდა მზის, მთვარისა და ვარსკვლავთა თაყვანისცემას. ქართულ სახელმწიფოებრიობის შექმნასთან ერთად ქართლში ინერგება მცირეაზიური (ხეთური) წარმოშობის არმაზისა და ზადენის ღვთაებათა თაყვანისცემა, რაც დაკავშირებულია შიდა ქართლში მესხური მოსახლეობის ტალღის შემოსვლასთან. ანტიკურ ხანაში იბერიაში ვრცელდება ზოროასტრიზმი და მითრას კულტი.
VII საუკუნის სომხური ანონიმური გეოგრაფია, რომელიც ძირითადად IV-V საუკუნეების ვითარებას ასახავს, ქართლს კვლავ ხევებად დაყოფილს წარმოგვიდგენს და შიდა ქართლში (ზენა სოფელში) შემდეგ ხევებს ასახელებს: ტუნისხევი (ტანისხევი), დვანი, აჩაბეთისხევი, გვერდისძირი, საცხუმეთი, ქსნის ხევი, ცხრაძმა, ბაზალეთი. აქ ჩამოთვლილი ზოგი ერთეული რამდენიმე ხევს აერთიანებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ტანისხევზე, რომელიც გვერდისძირთან ერთად მოიცავს თითქმის მთელ გაღმამხარს.
ანტიკური ქართლის სახელმწიფოში, რომელიც ადრეკლასობრივი ან პროტოფეოდალური ბუნებისა იყო, IV საუკუნიდან ყალიბდება ფეოღალური ურთიერთობანი. ამ პროცესს ხელი შეშწყო IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. ქრისტიანობამ საქართველოს შემდგომ კულტურულ ცხოვრებაში, უდიდესი როლი შეასრულა.
IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომსა და ირანს შორის გამწვავდა ბრძოლა ამიერკავკასიისათვის. ვახტანგ გორგასალის მეფობის დასაწყისში ქართლის სამეფო სასანური ირანის ვასალური სახელმწიფო იყო. გორგასალმა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო ერთ სამეფოდ გააერთიანა და დაიმორჩილა კავკასიის მთიანეთი. მან ქვეყანა დაჰყო ადმინისტრაიციულ ერთეულებად საერისთავოებად. მთელი შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად სასპასპეტოდ გაერთიანდა და მას სათავეში ჯუანშერ სპასპეტი ჩაუდგა. ვახტანგმა ჩაატარა საეკლესიო რეფორმა. ქართლის ეკლესიის სათავეში მან მთავარეპისკოპოსის მაგივრად კათალიკოსი დააყენა, შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. ვახტანგის დროს შიდა ქართლში, შემდეგი საეპისკოპოსოებია: სამთავროს, წოლკნის, სამთავისის, ურბნისის, რუისის, ნიქოზის. აღსანიშნავია, რომ საეპისკოპოსო კათედრალები განლაგებული იყო მტკვრის ჩრდილოეთით. რაც შეეხება გაღმამხარის სოფლებს, ისინი უშუალოდ შედიოდნენ მცხეთის საკათალიკოსო სენიორიაში.
V საუკუნის შუა წლებში ვახტანგ გორგასალმა თბილისში ქალაქის შენება დაიწყო, ხოლო მისმა მემკვიდრე დაჩიმ VI საუკუნის დამდეგს ქართლის სამეფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
VI საუკუნის დასაწყისიდან სპარსელებმა კვლავ გააძლიერეს შეტევა ქართლში ქართული წეს-ჩვეულებებისა და კულტურის აღმოსაფხვრელად. ისინი აღარ სჯერდებოდნენ ამიერკავკასიის ქვეყნების ვასალურ მდვომარეობას და მათ სპარსეთის ჩვეულებრივ პროვინციებად აქცევდნენ. ამასთან ძალით ავრცელებდნენ თავიანთ სარწმუნოებას. 523 წელს ქართლში იფეთქა აჯანყებამ სპარსეთის წინააღძღეგ. აჯანყება დამარცხდა, რასაც ქართლში მეფობის გაუქმება და სპარსელთა მმართველობის დამყარება მოჰყვა. ქართლის სათავეში მდგომ მარზპანს დიდი სასამაროლო და ადმინისტრაციული უფლებები მიენიჭა. ქართლის მნიშვნელოვან ქალაქებში დამპყრობლებმა ჯარები ჩააყენეს და ეს ქალაქები სპარსელ ციხისთავებს დაუმორჩილეს. მშრომელ მოსახლეობას სპარსელების ხარკი და სამხედრო ბეგარა მძიმე ტვირთად დააწვა. 571 წელს სომხეთსა და ქართლში ერთდროულად იფეთქა აჯანყებამ სპარსელების წინააღმდეგ. ქართველები სპარსთა ბატონობის მოსპობასა და სუვერენულ ხელისუფლების აღდგენას ისახავდნენ მიზნად. ხალხის გამარჯვებით ისარგებლეს აზნაურებმა და სახელმწიფოს სათავეში დააყენეს თავისი ინტერესების დამცველი მმართველი-ერისმთავარი. ერისმთავარ სტეფანო I-ის პოლიტიკა აშკარად ანტისპარსული იყო. მისი მმართეელობის დრთს აშენდა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი (586/87-604 წწ.). სტეფანოზის სახელით მოჭრილ მონეტაზე ჯვარი იყო გამოსახული.
VI საუკუნეში სირაიდან საქართველოში მოვიდა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი ე.წ. „ასურელი მამები“. მათგან შოდა ქართლში მოღვაწეობდნენ იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, თათე სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, იესე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი და მიქაელ ულუმბოელი. „ასურელმა მამებმა“ მრავალი ეკლესია-მონასტერი ააგეს, ქრისტიანობა გაავრცელეს ქართლის წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში, ჩრდილოეთ კავკასიის მხარე ქართულ ეკლესიას დაუქვემდებარეს.
საქართველოში, ისე როგორც ევროპასა და წინა აღმოსავლეოში, გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა. წაგრძელებული უგუმბათო შენობები (ერთნავიანი-დარბაზული ბაზილიკა და ე.წ. სამეკლესიანი ბაზილიკა) და ცენტრალურ-გუმბათოვანი შენობები. ბაზილიკის ტიპი, რომელსაც პალესტინური ნიმუშების მიხედვით ნერგავდა ოფიციალური ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო იყო. რაც შეეხება ქართულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძრებს, მის ბირთვს შეადგენს კვადრატი, რომელზეც აღმართულია გუმბათი და რომლის გარშემოც ვითარდება ჯვრისებრი გეგმა. კვადრატზე დამყარებული გუმბათის თემა გენეტიკურად უკავშირდება ანალოგიურ კომპოზიციას წინა აღმოსავლეთის ძველ ხუროთმოძღვრებაში და ქართული ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს (საცხოვრებელი სახლი „დარბაზი“).
სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკების გვერდით, საქართველოში შემუშავდა უგუმბათო ნაგებობათა უმარტივესი სახე ერთნავიანი ანუ დარბაზული ეკლესია, რომელმაც იარსება ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების განვითარების მთელ მანძილზე.
რეგიონში ბაზილიკური ეკლესიის ნიმუშებია ურბნისის ტაძარი (VI საუკუნე), რკონის მონასტრის მთავარი ეკლესია და ატენის ხეობის ვერეს ეკლესია (VII საუკუნე). სამეკლესიიანი ბაზილიკა კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია (VIII საუკუნე) შემორჩენილია კავთისხევში. გუმბათოვან ეკლესიათაგან ერთ-ერთი უძველესია ე.წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ეკლესიები. რეგიონში აღსანიშნავია შიომღვიმის მონასტრის ძველი ვკლესია (VI საუკუნე 50-60-იანი წწ.), იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია (VI საუკუნე). მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია, თხოთის წმ. ნონოს ეკლესია (VII-VIII საუკუნეები). ასეთი ტიპის სრულყოფილი ნიმუშია სამწევრისის ეკლესია (VII საუკუნე).
ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოებია მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი. მის არქიტექტურაში დასრულებული სახითაა წარმოდგენილი ქართული ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა, პროპორციების დახვეწილობა, დეკორატიული სისტემის და მორთულობის ძუნწი, ზომიერი მოხმარება, შიდა სივრცისა და გარეგნული სახის სრული მხატვრული შესატყვისობა. ორგანული შერწყმა გარემოსთან. ჯვრის ტაძრის რელიეფები ქართულ ქანდაკებაში ადამიანის გამოსახულების ადრეული ნიმუშებია.
მცხეთის ჯვარმა სათავე დაუდო „ჯვრის ტიპის“ (კუთხის ოთახებიანი ტეტრაკონქი) ძეგლებს საქართველოში (მარტვილის ტაძარი, ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია).
VII საუკუნის 30-იან წლებში აგებული წრომის ტაძარი შეიცავს ბევრ ახალ ნიშანს, რომელიც ქართული საეკლესიო არქიტექტურის განვითარების მომამალ ეტაპზე გვხვდება. ტაძარი გეგმით ე.წ. „ჩახაზული ჯვრის“ ტიპს მიეკუთვნება. მანაედე აგებული ეკლესიებისგან განსხვავებით, გუმბათი აქ კედლებს კი არ ეყრდნობა, არამედ ოთხ ცალკე მდგომ ბოძს. აფსიდი მხოლოდ ერთია, აღმთსავლეთით, საკურთხევლისა. იგი შვერილს არ ქმნის და აღმოსავლეთის კედლის სწორი სიბრტყის უკანაა დაფარული. ფასადის მხარეს, იქ, სადაც საკურთხევლის აფსიდი ემიჯნება გვერდით სადგომებს, კედლის სისქეში ჩაწერილია ორი ღრმა ნიში. ამ ხერხს კონსტრუქციული მნიშვნელობის გარდა, აქვს მხატვრული ეფექტიც: ეს ორი თაღოვანი ნიში საკურთხევლის დიდ სარკმელთან ერთად, თავს უყრის და იქვემდებარებს მთელ ფასადს. სამკუთხა ნიშების მოტივმა დიდი ხნით მოიკიდა ფეხი ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ხოლო ჯვრის ოთხივე მკლავის, ე. ი. ოთხივე ფასადის შუა ნაწოლების, ფრონტონით დაგვირგვინება წრომის შემდეგ საბოლოოდ დამკვიდრდა ქართულ არქიტექტურაში. წრომის საკურთხევლის კონქი ეკლესიის თანადროული მოზაიკით იყო შემკული, რომლისგანაც მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტები გადარჩა.
ადრინდელი ფეოდალური ხანის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლები შიდა ქართლში ნაკლებად არის შემორჩენილი. მათგან აღსანიშნავია კლღემაღალას ციხე და მთა-ქართლის ციხე ბაგინეთის მთების სისტემის ყველაზე მაღალი მთის წვერზე. განაგრძობს არსებობას ანტიკური ხანის ქალაქი ურბნისი.
VI- VII საუკუნეებში დაბა მცხეთისათვის შემოუვლიათ ალიზის ზღუდე-გალავანი კარიბჭითა და კოშკებით. VI საუკუნის დასაწყისში დედაქალაქის თბილისში გადმოტანის მიუხედავად, მცხეთაში მაინც გრძელღება განვითარებული საქალაქო ცხოვრება. მცხეთა რნება საქართველოს რელიგიურ ცენტრად.
საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარება VII საუკუნის შუა წლებიდან არაბთა ბატონობამ შეაფერხა. მათ წინაადმღეგ მოძრაობამ განსაკუორებით ფართო ხასიათი მიიღო VIII საუკუნეში. აჯანყებულთა დამორჩილება ხალიფამ სარდალ მურვანს დაავალა, რომელსაც ხალხმა სისასტიკის გამო „ყრუ“ უწოდა. 735-738 წწ. მურვან ყრუს ლაშქრობის შედეგად განადგურდა მცხეთა, მთა-ქართლი, კასპი, ურბნისი და მრავალი სხვა დასახლებული ჰუნქტი. არაბებმა ქართლში მტკიცედ მოიკიდეს ფეხი. ქვეყნის სათავეში დააყენეს ამირა, რომელსაც დაუმორჩილეს ქართლის ერისმთავარი. მალე არაბებმა ქართლში ერისმთავრის ხელისუფლებაც გააუქმეს.
არაბთა ბატონობის მთელი სიმძიმე ქართლის შიდა რაიონებს დააწვა. საქართველოს განაპირა რაიონებში ხალხი შედარებით მშვიდად ცხოვრობდა. ასეთ პირობებში, VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა ეკონომიკურად და კულტურულად შეღარებით მომძლავრებული ახალი მსხვილი ფეოდალური სამეუო-სამთავროები ეგრის-აფხაზეთის სამეფო, კახეთისა და ჰერეთის და ტაო-კლარჯეთის („ქართველთა სამეფო“) სამთავროები. მალე სამეფო-სამოავროთა შორის დაიწყო ბრძოლა მიწა-წყლის გაფართოებისა და პირველობისათვის. ეს იყო იმავე დროს ბრძოლა ქართული მიწების გაერთიანებისათვის. იგი მიმდინარეობდა „ქართლსა ზედა“ ანუ ქართლისათვის ბრძოლის ნიშნით. ქართლის კონსოლიდაციას აფერხებდა ერთი მხრივ არაბთა ბატონობა, ხოლო მეორე მხრივ ურთიერთმოქიშპე სამთავროები. ამის გამო ვერ ჩამოყალიბდა ქართლში ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება და არაბთა ბატონობის უღლიდან განთავისუფლების (IX საუკუნის II ნახევარი) შემდეგ ქართლის აზნაურები თავის ნებაზე განაგებდნენ ქვევანას. X საუკუნეში „ქართველ აზნაურებს“ შორის დაწინაურდა ტბელთა გვარი, რომლის უფროსი „ქართლის უფლად“ ითვლებოდა. 904 წელს აფხაზთა მეფე კონსტანტმა დაიპყრო უფლისციხე და „ყოველი ქართლი“. ივანე ტბელი მან თავის ვასალად, ერისთავად გამოაცხადა. კონსტანტი „ქართლის გამგებლად“ იწოდებოდა და მისი რეზიდენცია უფლისციხე იყო.
ქართლის აზნაურებს შორის ზოგიერთი სხვებზე უფრო აღზევებული რამდენიმე „ხევის“ და მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის მფლობელი უნდა ყოფილიყო (მაგალითად, X საუკუნის II ნახევარში ძამის ციხის მფლობელი „ადარნასე ძამელი მთავარი) და კლღეკარის ერისთავი რატი, რომელიც ფლობდა ატენის ციხეს, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქვეყანას, თრიალეთს, მანგლისისხევსა და სკვირეთს).
მთისა და ბარის ურთიერთშერწყმის ტენდენციის შედეგად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული, „ქვეეანა“ ცენტრით უფლისციხეში, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეორე „ქვეეანა“ - რატი ბაღვაშის საერისთავო, რომლის ცენტრი ატენში იყო. ამ პერიოდის შიდა ქართლის სხვა ფეოდალ-აზნაურები იყვნენ: საზუერელნი, მგდეურნი, ყანჩაელნი, კორინთელნი, სხვილსელნი, ფხვენელნი.
975 წელს დავით კურაპალატმა თავისი შვილობალი ბაგრატი ქართლის მეფეღ გამოაცხადა. სამი წლის შემდეგ ბაგრატ III-მ დასავლეთ საქართველოც შემოიერთა. ამით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს გაერთიანებას. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთიც შემოიერთა.
უცხო დამპყრობთაგან ქვეყნის განთავისუფლება და საქართველოს ერთიან მონარქიად გაერთიანება დასრულდა დავით აღმაშენებლის დროს. დავითის მრავალრიცხოვან გამარჯვებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1121 წელს დიდგორის ბრძოლას, როდესაც ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი კოალიციური ლაშქარი. 1122 წელს დავითმა შემოიერთა თბილისი, რომელიც იქცა სრულიად საქართველოს დედაქალაქად. დავით აღმაშენებლის დროსვე მოხდა გორის გაქალაქება.
დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების (დემეტრე I, გიორგი III, თამარი) დროს საქართველო წინა აზიის ერთ-ერთი, უძლიერესი ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო. ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას კვლავ შიდა ქართლი წარმართავდა. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეფო დომენად გაღაიქცა. ქართლის ერისთავთა რეზიდენცია XII-XIII საუკუნეების სურამში იყო.
პერიოდი X საუკუნიდან XIII საუკუნის 20-იან წლებამდე ქართული კულტურის მძლავრი აღმავლობით ხასიათდება. ვითარდება საერო ლიტერატურა, ფილოსოფიური აზროვნება, ხუროთმოძღვრება, მონუმენტური მხატვრობა, ჭედურობა, ხელნაწერთა მხატვრული შემკობა, ქვაზე კვეთა.
საკულტო ხუროთმოძღვრებაში უმთავრეს ადგილს იჭერს გუმბათოვანი ტაძრის ტიპი მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძითა და მასებით, რომლებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის, ჯვრის მკლავების ბადაკვეთის ადგილას აღმართულია მაღალყელიანი გუმბათი, რომელიც ოთხ ბოძს ეყრდნობა. თვალსაჩინოა ნაგებობების ზემოთკენ მისწრაფება. ამას ხელს უწყობს მრავალწახნაგა გუმბათის ყელის აზიდული პროპორცია და მისი სახურავის წვეტიანი პირამიდი. ფასადები დეკორატიული თაღების მთელი სისტემითაა მორთული. ლავგარდანი, კარ-სარკმელთა საპირეები და სათაურები შემკულია ქვაზე ნაკვეთი სახეებით, ფასადების კოშპოზიციაში ჩართულია ჩუქურთმიანი ჯვრები, როზეტები, კვადრატები, ფიგურული რელიეფები.
ეპოქის უთვალსაჩინოესი ნაგებობაა მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველი (1010-1029 წწ.), რომელიც გორგასლისეული ტაძრის (V საუკუნე) ნანგრევებზე კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ააგო ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ.
სვეტიცხოვლის მახლობლად დგას სამთავროს ტაძარი (XI საუკუნის I ნახევარი). მის გეგმაში თავს იჩენს მიდრეკილება უფრო კომპაქტური სივრცის შექმნისაკენ: გეგმა დამოკლებულია, ნაცვლად ოთხისა, დარიჩნილია ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძი, პატრონიკე აღარ არის. ფასადები მდიდრულადაა მორთული. სამთავისის ტაძარი (1030 წ.) საყურადღებოა არა მარტო განსაკუორებული მხატვრული ღირსებებით — პროპორცათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით, არამედ იმითაც, რომ აქ თავს იჩენს ზოგი თავისებურება, რომლებიც საფუძვლად დაედო ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. გეგმაში იგივე ტენდენცია ჩანს, როგორც სამთავროს ტაძარში. გამარტივება, დამოკლება. მართალია, აქ ჯერ კიდევ დატოვებულია გუმბათქვეშა ოთხი ბოძი, მაგრამ აღმოსავლეთის ორი ბოძი ძალიან მიახლოებულია საკურთხეველთან. მეტად მნიშვნელოვანია სამთავისის აღმოსავლეთ ფასადის მხატვრული დამუშავება, რომელმაც ხანგრძლივი გავლენა მოახდინა შემდგომი ხანის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე (იკორთა, კოჯრის კაბენი და სხვ.).
XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე რეგიონში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორიცაა ქვათახევისა და ყინწვისის ტაძრები. XIII საუკუნის შუა წლებშია აგებული სოფ. მეტეხისა და ერთაწმინდის ეკლესიები. დარბაზულ ეკლესიათაგან მხატვრული მნიშვნელობით გამოირჩევა ხცისი (1002 წ.) და წინარეხის მაღალაანთ ეკლესია (XIII საუკუნის I ნახევარი).
ეპოქის დამახასიათებელი საფორტიფიკაციო ნაგებობებია: ძამის ანუ ორთუბნის, სხვილოს, ვერეს, ცხირეთისა და სხვა ციხეები. თვალსაჩინო საინჟინრო ნაგებობაა 1199-1202 წწ. გაყვანილი სხალტბის წყალსადენი, რომელიც სასმელ წყალს აწვდიდა შიომღვიმის მონასტერს.
რეგიონის ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერიერში შემორჩენილია ადრეული (ატენის სიონის თავდაპირველი დეკორის ფრაგმენტები, VII საუკუნე), გარდამავალი ხანის (თელოვნის ეკლესია, VIII-IX საუკუნეები) და ქართული მონუმენტური მხატვრობის აყვავების პერიოდის (X საუკუნის დასასრულიდან XIII საუკუნის შუა ხანებამდე) ფრესკული მხატვრობის ნიმუშები. X-XII საუკუნეებში ქართლში მცირე ეკლესიების მოხატვასთან ერთად მეფეთა ან მათთან დაახლოებულ პირთა დაკვეთით იქმნება დიდი პარადული ხასიათის მოხატულობა. გვხვდება, როგორც ადგილობრივი ტრადიციებისათვის დამასასიათებელი თავშეკავებული ფერადოვანი გამა (იდლეთი, იკვი), ისე უფრო მდიდარი გამით (ლაჟვარდის გამოყენებით) შესრულებული ფრესკები. იგრძნობა ტაო-კლარჯეთის პარადული მხატვრობის გავლენა. მონუმენტური მსატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია XI საუკუნის II ნახევრის მოხატულობა ატენის სიონში.
ქართული მონუმენტური მხატვრობის მეორე ეტაპისათვის (იწყება XII საუკუნის II ნახევრიდან) დამახასიათებელია ნახატის უფრო მეტი დეკორატიულობა და კომპოზიციის დინამიკურობა, რაც მკაფიოდ არის გამოვლენილი ფავნისის, იკორთისა და განსაკუთრებით ყინწვისის მხატვრობაში.
X-XI საუკუნეებში შეიქმნა სამწევრისის, ზედაზნის, შიომღვიმის, ატენის, ხოვლეს კანკელთა რელიეფები.
VIII-IX საუკუნეებში იქმნება ანგობირებული კერამიკული ნაწარმი. XI-XIII საუკუნეების თეთრადანგობირებული და მოჭიქული, ხატოვანი და ფერადოვანი კომპოზიცოებით შემკული კერამიკა მოწმობს ქართველ მეთუნეთა მაღალმხატვრულ კულტურას. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში შიდა ქართლში დაწინაურდა მინის წარმოება, რაზეც მეტყველებს კარსანსა და ნატბეურში (სოფ. ნიჩბისი) აღმოჩენილი მინის სახელოსნოთა ნაშთები (მინის სალღობი ღუმელი), ნაირნაირი ჭურჭელი, დიდძალი წუნი და გადანაყარი.
XIII საუკუნის შუა ხანებიდან საქართველოს პოლიტიკური ძლიერება ქვეითდება — ჯერ ჯალალედინი შემოესია, ხოლო შემდეგ მონღოლთა ურდოები, რომლებიც პირველად 1220 წ. გამოჩნდნენ. ქვეყანა საბოლოოდ გააჩანაგა თემურ-ლენგმა, რომელმაც XIV-XV სს. მიჯნაზე რვაგზის ილაშქრა საქართველოში. ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაქვეითებული ერთიანი ფეოდალური საქართველო XV ს. მიწურულს დაიშალა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. თავის მხრივ საშეფოებში წარმოიშვა მცირე ერთეულები სათავადოები (ფეოდალური სენიორიები), რომლებსაც საკუთარი ტერიტორია, ციხე-სიმაგრე, ეკლესია-მონასტერი ჰქონდათ და ლაშქარი პყავდათ. რეგიონში ქართლის საერისოავოს დაშლის შედეგად წარმოიშვა შემდეგი მსხვილი სათავადოები. არაგვის საერისთავო (XIV ს.), ქსნის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). მათ გვვრღით XVII ს. გაჩნდა წვრილი სათავადოები: ფალავანდიშვილების, ფავლენიშვილების, ხერხეულიძეების, დავითაშვილების, ამირეჯიბების, ავალიშვილების, ხიდირბეგიშვილების, დიასამიძეების, შალიკაშვილების, სიამარდიშვილების, თაქთაქიშვილების, თარხნიშვილების.
XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად სადროშოდ (სასარდლოდ). აქეღან სამი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იყო: II სადროშო ქსნის დასავლეთით მდებარე მიწები ხეფინისხევამდე, III სადროშო - სამუხრანბატონო, არაგვი და ქსანი, IV სადროშო გაღმამხარი.
ოსმალთა სახელმწიფოს გაძლიერებისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველო თითქმის მთლიანად მოწყდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს. დაეცა ვაქრობა, შემცირდა ქალაქების რაოდენობა გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გორი, ალი, სურამი, ატენი, მძოვრეთი მცირე ქალაქებია.
XVI ს. II ნახევარში ოსმალეთი შიდა ქართლში გაბატონდა და საყრდენ ბასტიონად გორის ციხე აირჩია. ოსმალთა ბატონობის წინაადმღეგ ბრძრლას ქართლში სათავეში ჩაუდგა სიმონ მეფე 1599 წ. სისსლის მღვრელი ბრძოლის შედეგად ქართველებმა გორი გაათავისუფლეს.
XVII ს. ირანმა დიდი ხნით დაამყარა თავისი პოლიტიკური ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში. ირან-ოსმალეთის ომის დროს 1509 წ. საქართველოს ახალციხის მხრიდან მოულოდნელად შემოესივნენ ყირიმელი თათრები. ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ცხირეთის ბრძოლაში მტერი სასტიკად დაამარცხა.
XVII ს. 30-იანი წლებიდან ირანი ქართლის სამეფო ტახტზე გამაჰმადიანებულ, ქართველი მეფეებს სვამდა. როსტომისა (1632-1658 წწ.) და ვახტანგ V (1558-1575 წწ.) მეფობაში ქართლში შეღარებით მშვიდობიანობა დამყარდა და ქვეყანა სამეურნეო და კულტურული განვითარების გზას დაადგა. მეფე როსტომმა დააარსა ქართლის ახალქალაქი.
1723-35 წწ. ქართლში ოსმალური წესები ანუ „ოსმალობა“ დამყარდა. 1735 წ. „ოსმალობა“ შეცვალა „ყიილბაშობამ“, რომელიც 1747 წლამდე გაგრძელდა. „ყიზილბაშობა“ მეტად მძიმე იყო. დაიბეგრა მთელი უძრავი და მოძრავი ქონება. ქართლ-კახეთში აჯანყებებმა იფეთქა. განსაკუორებით ძლიერი იყო 1743-45 წწ. აჯანყება გივი ამილახვრის მეთაურობით, რომლის მთავარი დასაყრდენი იყო სურამის ციხე.
1744 წ. ირანის შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II, ხოლო კახეთის მეფედ მისი შვილი ერეკლე II დაამტკიცა. 1752 წ. თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლე II თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანება დიდმნიშვნელოვანი მოვლვნა იყო.
XVI-XVIII სს. აშენდა ჯვარ-გუმბათოვანი ეკლვსიები, მნიშვნელოვანი სათავდაცვო ნაგებობანი, მრავალი დარბაზული სასოფლო ეკლესია. იმ სტილისტურმა ნიშნებმა (ეკლეკტიზმის ელემენტები, ნაწარმოების ცალკეული შემადგენელი ნაწილების ორგანული მთლიანობის დაკარგვა, ხელოსნურობა), რომელთაც თავი იჩინეს XIII. ს. ბოლოს, ახლა უფრო მოიკიდეს ფეხი.
ეპოქის შნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობებია: გორის, სურამის, ალის, ქსნის (მტკვრის) ციხეები. თავდაცვით ნაგებობაში არსებითი ცვლილებები შეიტანა ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენამ და ფართოდ გავრცელებამ. ეს შეეხება XVII ს., განსაკუორებით XVIII ს. ციხეებს. უპირატესობა ენაჭება წესიერ, შეძლებისდაგვარად სწორკუთხა მოხაზულობის გეგმას. კოშკები ჩართულია ციხის გარე კედლების ხაზში. ციხე-სიმაგრეებსა და ციხე-დარბაზებს უპირატესად აშენებენ არა ძნელად მისადგომ მაღლობებზე, არამედ ვაკე ადგილას, დასახლებული ადგილების მახლობლად, რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონოდა მოძრავ ქონებიანად დროულად შეეფარებინა სიმაგრისათვის თავი. კედლებში საგრძნობლად იზრდება სათოფურ-საზარბაზნეთა რაოდენობა. XVIII ს-დან სწორკუთხა კოშკების ნაცვლად თითქმის მხოლოდ მრგვალ კოშკებს აშენებენ, რადგან მრგვალი კოშკიდან ყვვლა მხარეს შეიძლება სროლა და რადიალური ნაკერებით შედგენილი კვდლის წყობა უკვე უძლებს არტილერიის დარტყმას.
რეგიონში ციხე-გალავნები შემორნენილია მუხრანში, ქსოვრისში, ლამისყანაში. ფეოდალთა საცხოვრებელი ანსამბლების ნიმუშებია ქვემო ჭალაში (ამილახვრების), ნოსტეში (სააკაძეების), სამწევრისში (ციციშვილების), წინარეხში (მაღალაძეების) არსებული არქიიექიურული კომპლექსები.
XIV-XV სს. მხატვრობა სტილისტურად უახლოვდება პალეოლოგთა ხანის ბიზანტიურ მხატვრობას. რეგიონში ამ სტილის საუკეთესო ნიმუშებია ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობა. XVI-XVII სს. ფრესკებში განსაკუორებით საინტერესოა ისტორიულ პირთა — მეფეთა და ფეოდალთა ოჯახების წევრთა პორტრეტები. შესრულების ოსტატობით ისინი დიდად ჩამოუვარდებიან X-XIII სს. ფრესკებს, მაგრამ უშუალობა და თავისებური მეტყველი სახეები ამ პორტრეტებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ამ ხანის საინტერესო ფრესკებია შემორჩენილი სვეტიცხოველში, სამთავროში, სამთავისში, მაღალაანთ ვკლესიის სამრეკლოში.
XVII-XVIII სს. მკვეთრად ქვეითდება კერამიკული წარმოების დონე. მზადდება მხოლოდ სამეურნეო საჭიროებისათვის გამოსადეგი მოუჭიქავი წითლად გამომწვარი უბრალო ჭურჭლეული. საზოგადოების ზედა ფენა ხმარობს ირანულ ფაიანსს.
1801 წელს რუსეთმა დაარდვია 1783 წლის გეორგიევსკის მფარველობითი ტრაქტატი და აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთა. რეგიონის ტერიტორია ადმინისტრაციულად მოექცა ტფილისის გუბერნიის გორის და, ნაწილობრივ, დუშეთ-ანანურის მაზრებში.
XIX საუკუნის 20-იან წლებში მთელი საქართველოს, კერძოდ რეგიონის, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში რიგი ცვლილებები მოხდა: ქართლში, გაუქმდა სათავადოები, აილაგმა ლეკთა თარეში, სათავადო და საეკლესიო აზნაურები გაათავისუფლეს ეკლესიისა და თავადების დამოკიდებულებისაგან, სამეფო და საუფლისწულო გლეხები კი გამოაცხადეს რუსეთის სახაზინო გლეხებად და სხვ. მოხდა ძვრები ეკონომიკაშიც.
ამასთან ხალხი ვერ ურიგდებოდა მეფის რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას. XIX საუკუნის ჰირველ ნახევარში ხდება სახალხო, კლასობრივი მღელვარებები, აჯანყებები. ამ მოვლენების ექო რეგიონსაც სწვდებოდა.
XIX საუკუნის 30-50-იან წლებში საქართველოში ყალიბდება კაპიტალისტური წყობა. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების, ვაჭრობის, მრეწველობის განვითარება იწვევდა ნატურალური მეურნეობის დაშლას. ეს ხელს უწვობდა გლეხთა კლასობრივ დიფერენციაციას. თანდათან ისპობა მიწის ფეოდალური საკუთრება, მას ბურჟუაზიული საკუთრება ცვლის. ამან თავის მხრივ გამოიწვია ფეოდალთა მხრივ გლეხთა ექსჰლუატაციის გაძლიერება. საქართველოს გლეხობა 38 სახის სხვადასხვა გადასახადს იხდიდა. ეს მთავარი საბაბი იყო გლეხთა უკმაყოფილებისა.
ამავე დროს ისპობა ქალაქური ამქრული ხელოსნობა. ვითარდება როგორც წვრილი კაპიტალისტური, ასევე მსხვილი მანუფაქტურული წარმოება, ჩნდება მანქანური ტექნიკის ჩანასახები. ეს პროცესი კარგად ჩანს რეგიონშიც. მაგალითად, სოფ. ღვარებში (გორის მაზრა) თავადებმა ერისთავებმა მინის ქარხანა მოაწყვეს. ამ საწარმოში დაქირავებულ მუშებთან ეროად ყმებიც მუშაობდნენ.
რეგიონში კაპიტალიზმის განვითარებაზე მიუთითებს აგრეთვე ვაჭრობის განვითარება. 50-იან წლებში გორში საქმიანობდა 55 მსხვილი ვაჭარი, რომელთა ერთ ნაწილს რუსეთში და საზღვარგარეთაც კი გაჰქონდა საქონელი. ამავე ხანებში რეგიონში, ვითარდება მეხილეობა-მებოსტნეობა, რაც განპირობებული იყო ქალაქების სწრაფი ზრდა-განვითარებით (თბილისი, გორი, სურამი). იზრდება რეგიონის მოსახლეობა.
გლეხთა მოძრაობა საქართველოში განსაკუთრებით გამწვავდა ბატონყმობის გაუქმების წინ. გლეხთა კლასობრივი ბრძოლა რეგიონში სხვადასხვა ფორმით — საჩივრების, მღელვარებისა და აჯანყების სახით ვლინდებოდა. გლეხთა მოძრაობამ კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღო რუსეთში, ბატონყმობის გაუქმების შესახებ ხმების გავრცელებასთან დაკავშირებით.
1857-1864 წწ. გლეხთა გამოსვლებიდან აღსანიშნავია ამილახვრების ყმების მღელვარება სოფ. ჭალაში. ყმებმა უარი თქვეს გადასახადებზე, თავს დაესხნენ მებატონის კარმიდამოს და ააოხრეს. 1858 წელს ამირეჯიბების წინააღმდეგ გამოვიდნეს აბისელი გლეხები. ამავე წელს ნოსტელმა გლეხებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწვვვს მებატონე თარხნიშვილების წინააღმდეგ. 1860 წელს მებატონეებს ებრძოდნენ ფხვენისის, ბრეთის, ხვითის, კავთისხევის გლეხები. 1862 წელს ერისთავთა წინააღმდეგ გამოვიდნენ თეზის გლეხები. 1863-1864 წწ. გლეხთა გამოსვლები მოხდა ბოშურში, დრეში, ბობნევში, ხოვლეში, დიცში, ტყვიავში, ქარელში, კეხიჯვარში, ცხრამუხაში.
ბატონყმობის საქმეში მეფის რუსეთის საერთო პოლიტიკისა და საქართველოში შექმნილი, მწვავე კლასობრივი, მდგომარეობის გამო რუსეოთის მეფემ ალექსანდრე II 1864 წლის 13 ოქტომბერს ხელი მოაწერა თბილისის გუბერნიის გლეხთა ყმობისაგან განთავისუფლების დებულებას.
საგლეხო რეფორმის შემდეგ სოფლის მეურნეობა აღმავალი გზით ვითარდებოდა. მიმოსვლის გაუმჯობესების შემდეგ (შარაგზები, რკინიგზა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადვილად გადიოდა ბაზარზე. შრომის საზოგადოებრივი, დანაწილების გაღრმავებისა და სასაქონლო წარმოების გაფართოებასთან ერთად ხდებოდა სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალიზაცია. რეგიონში შემდგომი განვითარება ჰპოვა სოფლის მეურნეობის ტრადიციულმა დარგებმა — მემინდვრეობამ, მეხილეობამ, მევენახეობამ, მებოსტნეობამ, მეცხოველეობამ. რეგიონში შეიქმნა ბუნებრივი რესურსების დამამუშავებელი საწარმოები (ზეზემანის ხის სახერხი ქარხანა ატენში, მოგვიანებით, 1907 წელს, ანჟელო ანდრეოლეტის კრამიტის ქარხანა ძეგვში და სხვ.).
რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გატარდა სასოფლო მმართველობის, სასამართლო და საქალაქო რეფორმები. 1876 წელს გორმა თვითმმართველობა, ხოლო 1881 წელს კი ქალაქის თავის არჩევის უფლება მიიღო.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ შექმნილმა მშვიდობიანი განვითარების პირობებმა ხელი შეუწყო ქართული ეროვნული კულტურის აღმავლობას.
XIX საუკუნეში საქართველოში გაიზარდა სკოლების რიცხვი: შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო და საშუალო სპეციალური სასწავლებლები. რეგიონში სწავლა-განათლების ცენტრი იყო ქალაქი გორი. 1817 წელს აქ გაიხსნა სასულიერო, ხოლო 1830 წელს სამაზრო სასწავლებელი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გორში ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის (1875 წ.), ქალთა პროგიმნაზიის (1881 წ.) გახსნა. 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა სოფ. წინამძღვრიანთკარში დააარსა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აღზრდის საქმეში.
საქართველოში ეროვნულ ნიადაგზე სწავლა-განათლების განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ (1879-1927 წწ.). მისი თაოსნობიო რეგიონში რამდენიმე ადგილას გაიხსნა ქართული სკოლა, მათ შორის წინარეხში (1882 წ.), ხელოუბანში (1884 წ.). საზოგადოება მატერიალურაღ ეხმარებოდა რუისისა და კავთისხევის სკოლებს. მრავალ ადგილას გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო. საზოგადოების ფილიალები შეიქმნა გორსა და ხაშურში. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიდად შეუწყო ხელი ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.
XIX საუკუნის ქართულმა არქიტექტურამ დაჰკარგა თავისი წამყვანი მდგომარეობა ხელოვნებაში, პირველობა დაუთმო სხვა დარგებს დაზგურ ფერწერას, ქანდაკებას, დეკორაციული ხელოვნების სხვადასხვა სახეობას. XIX საუკუნეშიც შენდება ერთნავიანი და გუმბათოვანი ეკლესიები, მაგრამ ისინი მოკლებული არიან მხატვრულ ღირებულებას. გორში, ისე როგორც საქართველოს ზოგიერთ სხვა პროვინციულ ქალაქში, ყალიბდება გეგმარებითი ხასიათის ქართული ხუროთმოძღვრების ძირეულ ტრადიციებთან მჭიდროდ დაკავშირებული ქალაქური საცხოვრებელი სახლის ვარიანტები. ამ სახლების არქიტექტურაში ჩნდება ახალი ელემენტები, რომლებიც ცხადყოფენ რუსული კლასიციზმის გავლენას (სვეტისთავები და ბაზისები, ცალკეული პროფილები). ქართლში აგრძელებს არსებობას ქართული გლეხური საცხოვრებელი სახლის ტიპი „დარბაზი“, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ტრადიცია აქვს.
XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ქართული საზოგადოებრივი აზრისა და მოძრაობის განვითარება განსაზღვრა „თერგდალეულთა“ (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი და სხვ.) მოღვაწეობამ. ისინი აყენებდნენ როგორც ეროვნულგანმათავისუფლებელ, ასევვ პროგრესულ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეური მეთაური იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. საგურამოს ილიასეულ კარმიდამოში ყოველწლიურად 20 ივლისს ტარდებოდა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნოშვნელოვანი მოვლენა „ილიაობა“. ეს დღესასწაული, რომელზეც თავს იყრიდა ფართო საზოგადოებრიობა, გამსჭვალული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებით. აქ იმართებოდა მსჯელობა ლიტერატურის, ხელოვნების, ისტორიისა თუ სოფლის მეურნეობის საჭირბოროტო საკითხებზე.
რეგიონთან დაკავშირებული იყო აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (სოფ. ვარიანი). გორში სწავლობდა (საოსტატო სემინარიაში) და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა დიდი ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა, სოფელ ხოვლესთანაა დაკავშირებული გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება.
რეგიონში განსაკუთრებით ფართო გაქანება ჰპოვა ხალხოსანთა მოძრაობამ, რომლის მთავარი ცენტრი იყო ქალაქი გორი. 1873 წელს გორში რუსეთიდან ჩამოსულმა სოფრომ მგალობლიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ხალხოსნურ ორგანიზაციას. ხალხოსანთა გორის ჯგუფი მიზნად ისახავდა თვითმპყრობელობისა და მემამულეთა მოსპობის გზით ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევას და გლეხობის დაბეჩავებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. გორის მაზრაში ხალხოსნები ავრცელებდნენ პოლიტიკურ ლიტერატურას და პროკლამაციებს, რომლებიც მრავლდებოდა სოფ. ტყვიავში მოწყობილ საიდუმლო სტამბაში.
XIX-X X საუკუნეთა მიჯნაზე იწყება რეგიონის მუშათა კლასობრივი გამოსვლები. ამიერიდან გლეხთა აგრარულ-რევოლუციური ხასიათის გამოსვლებსაც ძირითადად წარმართავს, პოლიტიკურ და ორგანიზებულ სახეს ანიჭებს მუშათა რევოლუციური მოძრაობა.
XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში შეიქმნა პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფები (გორში 1902 წლის გაზაფხულზე, ხაშურში 1903 წწლის დასაწყისში), ცალკეული სოციალ-დემოკრატები ეწეოდნენ რევოლუციურ აგიტაციას. გორში მოდიოდა „ისკრისა“ და „ბრძოლის“ ნომრები, პროკლამაციები, რომლებიც იგზავნებოდა ქართლის სხვა ადგილებში. 1903 წლის მარტში ტფილისში ჩატარებულ ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების I ყრილობაში მონაწილეობდნენ გორისა და ხაშურის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების წარმომადგენლებიც.
1903 წლის 7 ივნისს გორში პირველად მოეწყო პოლიტიკური დემონსტრაცია, იმავე წლის 14 ივლისს დემონსტრაცია მოაწყვეს ხაშურის რკინიგზის გაფიცულმა მუშებმა. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს ახლო სოფლების გლეხებმაც. რეგიონის მშრომელები მონაწილეობღნენ რუსეთის 1905-07 წწ. რევოლუციაში.
1905 წ. იანვრის მეორე ნახევარში მღელვარება მოედო გორს, ხაშურს, ბორჯომს, თებერვალში კავთისხევსა და მეჯვრისხევში შედგა სოფლის საზოგადოებათა კრებები. 14 მარტს გორში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის თაოსნობით მოეწყო დიდი დემონსტრაცია, რომელიც მთავრობის ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს. იმართებოდა გლეხთა კრებები (შინდოსი, საღოლაშენი, აჩაბეთი, ხელთუბანი, მეჯვრისხევი, ქარელი, ვარიანი). 1905 წლის აგვისტოში გორის მაზრის ადმინისტრაციამ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. ხდებოდა შეტაკება წითელრაზმელებსა და კაზაკებს შორის (აღაიანი, ქვემო ჭალა). ეწყობოდა გლვხთა მრავალრიცხოვანი მიტინგები (უფლისციხე, წინარეხი, ყარაღაჯი, ხოვლე, მეტეხი, დოესი, ხანდაკი, სასირეთი).
1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ დაიწყო რევოლუციის უკანდახევისა და ცარიზმის იერიშზე გადასვლის პერიოდი. 1906 წლის იანვარში გორის მაზრაში შეიქმნა დამსჯელი რაზმები. გადაწვეს ხაშური, დაარბიეს სოფლები ტყვიავი, ნიქოზი, ავნევი, ყორნისი, დგვრისი, დიცი, ფლავი, მეჯვრისხევი, ხელთუბანი. 1906 წელს გაზაფხულ-ზაფხულში გორის მაზრაში კვლავ გრძელდებოდა რევოლუციური ბრძოლები. მღელვარება გაგრძელდა 1907 წლის გაზაფხულამდე.
1910 წლიდან რეგიონში კვლავ დაიწყო მშრომელთა რევოლუციური ბრძოლა. მუშათა მოძრაობით აღინიშნა 1910 წელი ხაშურში. 1912 წელს აგრარულმა კანონმა ვერ შეამსუბუქა გლეხთა მდგომარეობა. რეგიონის სოფლებს გლეხთა მღელვარება მოედო.
1914 წლის პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ომისათვის რუსეთი მოუმზადებელი აღმოჩნდა. ომმა დიდი სამეურნეო ნგრევა გამოიწვია. არმიაში გაიწვიეს მწარმოებლური მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამან რეგიონის მეურნეობის წამყვან დარგებს საგრძნობი ზიანი მიაყენა. სასურსათო სიძნელეების გამო მოსახლეობა დაიმშა. ამის შედეგად უფრო გაძლიერდა აგრარული მოძრაობა, რომელიც რეგიონში სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.
XX საუკუნის დასაწყისში და განსაკუთრებით რევოლუციის აღმავლობის წლებში რეგიონის ისტორიაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ხაშურში შეიქმნა სახალხო თეატრი. ქართული წიგნები იბეჭდებოდა გორში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართული სკოლები გახსნა საგურამოში (1909 წ.), ატენში (1912 წ.), ვარიანში (1914 წ.). 1910 წელს გორის ქალთა პროგიმნაზია გადაკეთდა გიმნაზიად, ხოლო 1915 წელს გაიხსნა ვაჟთა გიმნაზია. გორში პირველად გამოვიდა ქართული გაზეთი „ქართლი“ (1912-1913 წწ.), რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ მალე დახურა. 1914-1915 წლებში გაზეთის გამოცემა განახლდა „ახალი ქართლის“ სახელწოდებით. გაზეთის რედაქტორი იყო ცნობილი ქართველი მოღვაწე დ. კარიჭაშვილი.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სოფლად მდგომარეობა კიდვვ უფრო გამწვავღა. რეგიონში გახშირდა გლეხების მიერ მემამულეთა მიწების მიტაცებისა და თვითნებური დამუშავების, მემამულეთა დაწიოკების, მკვლელობების, ტყეების უნებართვოდ გაჩეხვის შემთხვევები (სოუ. მუხრანი და სხვ.). 1917 წლის მარტში გორში ჩამოყალიბდა მუშათა დეპუტატთა საბჭო.
ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის (1917 წ., 25 ოქტომბერი) შემდეგ საქართველო საბჭოთა რუსეთს ჩამოსცილდა. 1918 წლის 25 მაისს აღღგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა - შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იგი 1920 წლის 7 მაისს სცნო საბჭოთა რუსეთმა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იარსება 1921 წლის თებერვლამდის, როდესაც რსფსრ-მ დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და რესპუბლიკაში შემოიყვანა წითელი არმიის ნაწილები. საქართველოში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.
დაიწყო ახალი ხანა ქართველი ხალხის ისტორიაში. ქვეყნის ცხოვრებაში მოხდა ძირეული ცვლილებები. რეგიონში ერთ-ერთი პირველი სასოფლო-სამეურნეო არტელი „ახალი ცხოვრება“ შეიქმნა სამთავისში (1921 წ. მარტი). მის ბაზაზე 1924 წ. 6 ნოემბერს ჩამოყალიბდა პირველი სასოფლო-სამეურნეო კომუნა, რომელიც 1930 წელს კოლმეურნეობად გადაკეთდა.
რეგიონის სოფლის-მეურნეობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტირიფონის სარწვავი არხის მშენებლობას (1924-1934 წწ), რომელმაც შესაძლებელი გახადა დამატებით ათეული ათასი ჰექტარი მიწის გამოოყნება, სოფლის მეურნეობის ისეთი ტრადიციული დარგების გვერდით, როგორიცაა მემინდვრეობა, მეხილეობა-მევენახეობა, ვითარდება ახალი დარგი - მეჭარხლეობა (შაქრის ჭარხალი). 1931 წლის სოფელ აგარაში აიგო შაქრის ქარხანა.
რეგიონში დიდად განვითარდა საქალაქო ცსოვრება, ქ. გორის გარდა ქალაქის სტატუსი მიიღო დაბად ქცეულმა ქალაქებმა - მცხეთამ და კასპმა. 1921 წელს ქალაქად გამოცხადდა ხაშური.
სოციალისტური მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამ რეგიონში ისე როგორც მთელ რესპუბლიკაში გამოიწვია ქალაქებისა და სოფლების სწრაფი ზრდა. ახალმა ყოფამ, ახალმა სოციალურმა ურთიერთობებმა მოითხოვა ძველი ქალაქებისა და სოფლების ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების, საბონაო ფონდის, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსასურების ქსელის რეკონსტრუქცია. ძირეული გაუმჯობესება ჯევრ კიდევ 80-იან წლებში დაიწეო ზოგიერთი ქალაქისა და სასოფლო დასახლების რეკონსტრუქციისა და განვითარების პერსპექტიული გენერალური გეგმის პროექტების დამუშავება. ეს სამუშაოები გაგრძელდა სამამულო ომის შემდგომ წლებში და განსაკუთრებული გაქანება ჰპოვა უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში. წარმოიშვა წინასწარ გააზრებული პროექტებით განაშენიანებული გორის ბამბეულის კომბონატის (1950-60-იანი წლები), კასპის ცემენტის ქარხნის მუშათა დასახლებები, მეჯვრისხევის (გორის რაიონი) მეფრინველეობოს ფაბრიკის ექსპერიმენტული დასახლება (1970-იანი წლები), ახალი სოფელი გოსტიბე (1080-იანი წლები) და სხვ.
გაიხსნა სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კინო-თეატრები, სამვდიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები და სხვა. რეგიონის კულტურულ ცვნტრად რჩება ქალაქი გორი, სადაც მრავალი, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მათ შორის აღსანიშნავია ნ. ბარათაშვილის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი (დაარსდა 1937 წ.) და გ. ერისთავის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი (აშენდა 1939 წ.). 1955 წ. მცხეთის მახლობლად ამუშავდა საქართველოს სსრ მეინიერებაოა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მუხათგვერდის ატომური რეაქტორი.
გაიხსნა რამდენიმე მემორიალური სახლ-მუზეუმი. მათ შორის აღსანიშნავია ი. ჭავჭავაძისა საგურამოში, ი. სტალინისა გორში, ლ. კეცხოველის ტყვიავში, ი. გოგებაშვილის ვარიანში, ნ. ლომოურის არბოში, ი. ჯავახიშვილის ხოვლეში, ე. გაბაშვილის ახალქალაქში და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.