თეძამი — მდინარე საქართველოში, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს ზღვის დონიდან 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.
თეძამი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°47′17″ ჩ. გ. 43°54′07″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2080 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°56′23″ ჩ. გ. 44°18′41″ ა. გ. |
სიგრძე | 51 კმ |
აუზის ფართობი | 394 კმ² |
მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,32 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
თეძამი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 55.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.