სიონი (დაბა)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სიონი — დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, თიანეთიდან 32 კილომეტრის დაშორებით. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.
Remove ads
სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-1963) სიონში იდგა V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა — სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.
Remove ads
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 371 ადამიანი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads