From Wikipedia, the free encyclopedia
TSV 1860 München — სპორტული კლუბი გერმანიის ქალაქ - მიუნხენიდან. კლუბის ოფისი განთავსებულია მიუნხენის რაიონ - გიზინგში. კლუბი პირველად დაფუძნდა 1848 წლის 15 ივლისს, თუმცა პოლიტიკურმა გარემოებებმა კლუბის დაშლა გამოიწვია. ის ხელახლა 1860 წლის 17 მაისს დაფუძნდა. კლუბის ფერებად ითვლება მწვანე და ოქროსფერი, თუმცა კლუბის მაისურის ფერებია ცისფერი და თეთრი. კლუბის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 ადამიანს ითვლის.
სრული სახელი | Turn- und Sportverein München von 1860 e.V. | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | ლომები (The Lions) | ||
დაარსდა | 1860წლის 17 მაისი, 153 წლის წინ | ||
სტადიონი |
ალიანც არენა (ტევადობა: 71,137) | ||
პრეზიდენტი | გერჰარდ მაირჰოფერი | ||
მწვრთნელი | ფრიდჰელმ ფუნკელი | ||
კაპიტანი | გილერმო ვალორი | ||
ლიგა | მე–2 ბუნდესლიგა | ||
2012–13 | მე–6 ადგილი | ||
|
ეროვნული და არა მარტო ეროვნული, საერთაშორისო აღიარება კლუბმა 1960 - იან წლებში მოიპოვა, როდესაც კლუბმა მოიპოვა გერმანიის თასი (1964 წელი), ბუნდესლიგა (1966 წელი), გააღწიეს თასების მფლობელთა თასის ფინალში 1965 წელს, სადაც "უემბლის" სტადიონზე 100 000 მაყურებლის თვალწინ დამარცხდნენ ლონდონის "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ 0:2; გარდა ამისა, კლუბმა გერმანიის თასზე იმარჯვა 1942 წელს და იყო მეორე ადგილოსანი გერმანიის ჩემპიონატში 1931 და 1967 წლებში.
კლუბის ამჟამინდელი საშინაო სტადიონია "ალიანც არენა", რომელზედაც საშინაო მატჩებს ასევე მართავს მიუხნენის "ბაიერნი". სტადიონის გარე განათება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიუნხენური კლუბი მართავს მატჩს. თუ ეს კლუბი მიუნხენ 1860 - ია, სტადიონი ლურჯ ფერებშია განათებული, თუ "ბაიერნი" - წითელში. კლუბმა პირველი მატჩი ამ არენაზე 2005 წლის 30 მაისს ამხანაგური მატჩი გერმანული ნიურნბერგის წინააღმდეგ გამართა. სტადიონმა ასევე უმასპინძლა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩს გერმანიასა და კოსტრა რიკის ნაკრებებს შორის. ასევე ამ სტადიონზე ჩატარდა კიდევ სამი ჯგუფური ეტაპის მატჩი, მერვედფინალური დაპირისპირება გერმანიის ნაკრებსა და შვედეთის ნაკრებს შორის. უკანასკნელი მატჩი, რომელსაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე "ალიანც არენამ" უმასპინძლა, ეს იყო ნახევარფინალური დაპირისპირება საფრანგეთის ნაკრებსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართა. "ალიანც არენამდე" კლუბი "ოლიმპიაშტადიონზე" ასპარეზობდა.
მიუნხენური დერბი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესოა ყურებადობის თვალსაზრისით გერმანიაში, თუმცა მას ყველაზე საინტერესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლოს ეს ორი მიუნხენური კლუბი ერთმანეთს 2007/08 წლების სეზონში გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ, სადაც "წითლებმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: ლარს და სვენ ბენდერები (გერმანია); დავორ შუკერი (ხორვატია); ტომას ჰესლერი (გერმანია); იენს იერემისი (გერმანია); რუდი ფიოლერი (გერმანია); მარტინ მაქსი (გერმანია); აბედი პელე (განა).
მიუნხენ 1860 არის ერთადერთი ბავარიული კლუბი, რომელმაც შეძლო ბავარიული ლიგის მოგება, როგორც პირველი, ასევე სარეზერვო შემადგენლობებით.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ცნობილია, როგორც საფეხბურთო ორგანიზაცია, მასში ასევე გაწევრიანებულია სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლეთა ანგარიშზეც არის ასეულობით გერმანიის ჩემპიონობა და სამი ოლიმპიური ოქროს მედალი.
მიუნხენ 1860–ის ეკიპირების სპონსორია გერმანული სპორტული საქონლის მწარმოებელი "Uhlsport". 2013 წლის სექტემბერში კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრიტანული მანქანების მწარმოებელი კომპანია "ასტონ მარტინი" გახდა კლუბის ოფიციალური სპონსორი.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
გერმანიის თასი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.