მილანი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წლის 16 დეკემბერს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მილანი (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მილანი (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სრული სახელი | Associazione Calcio Milan SpA | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Rossoneri (წითელ-შავები) Il Diavolo (ეშმაკი) | |||
დაარსდა | 16 დეკემბერი, 1899 | |||
სტადიონი |
სან-სირო (Stadio Giuseppe Meazza), მილანი, იტალია (ტევადობა: 80 018 მაყურებელი) | |||
მწვრთნელი | პაულუ ფონსეკა | |||
კაპიტანი | დავიდე კალაბრია | |||
ლიგა | სერია A | |||
2023–24 | მე-2 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (13-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.
„მილანმა“ სერია A 18-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (19) და „იუვენტუსი“ (36) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და 6-ჯერ იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში.
„მილანის“ საშინაო შეხვედრები სან-სიროზე ტარდება, რომელსაც „მილანი“ „ინტერთან“ იყოფს. სან-სირო ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში (ტევადობა: 80 074). კლუბის მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტი კი - ადრიანო გალიანი.