უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში[1]. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.
დაარსდა |
1955 (1992 წლიდან ახლანდელ ფორმატში) |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა |
32 (ჯგუფური ეტაპი) 78 ან 79 (სულ) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2023-2024 |
1955–92 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–93 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.
სულ, ჩემპიონთა ლიგა 23 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[2]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 14-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.