ლომბარდია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლომბარდია (იტალ. Lombardia) — რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, მოიცავს ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონს. სახელი ეწოდა ძველგერმანული ტომების — ლანგობარდების მიხედვით. დედაქალაქია მილანი. ლომბარდიაში ცხოვრობს იტალიის მოსახლეობის ერთი მეექვსედი და აქ იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი. შედეგად, ლომბარდია იტალიის ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი რეგიონია და ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი მთელს ევროპაში. მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების ქალაქებს, რომელთა შორისაცაა მილანი (იტალიის მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული დესტინაცია), ბრეშა, მანტუა, პავია, კომო, კრემონა, ბერგამო, სონდრიო, ლეკო, ლოდი, ვარეზე, მონცა და ისეთი ტბები, როგორებოცაა გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და იზეო.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლომბარდია}} |
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლომბარდია Lombardia | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | მილანი | ||||
შიდა დაყოფა | ბერგამოს პროვინცია, ლეკოს პროვინცია, მილანის პროვინცია, კომოს პროვინცია, მონცა და ბრიანცის პროვინცია, ბრეშის პროვინცია, კრემონის პროვინცია, ლოდის პროვინცია, მანტუის პროვინცია, პავიის პროვინცია, სონდრიოს პროვინცია, ვარეზეს პროვინცია და Metropolitan City of Milan | ||||
კოორდინატები | 45°39′00″ ჩ. გ. 9°57′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Attilio Fontana | ||||
დაარსდა | 1 იანვარი, 1948[1] | ||||
ფართობი | 23 844 კმ² | ||||
მოსახლეობა | 9 939 193 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 416,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.lombardia.it | ||||
ოფიციალური ენა, ისევე როგორც დანარჩენ იტალიაში იტალიურია. ტრადიციული, ადგილობრივი ენები ლომბარდიულის მრავალგვარი დიალექტებია, ისევე როგორც ემილიურის დიალექტები, რომლებზეც მანტუის, პავიისა და კრემონის პროვინციების ზოგიერთ ნაწილებში ლაპარაკობენ. იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ლომბარდიის მოსახლეობის 27% ორენოვანია და საუბრობს როგორც იტალიურ, ისე ლომბარდიულ ენაზე. 9,1% მონოლინგვისტურია და მხოლოდ ლომბარდიულად საუბრობს, მონოლინგვისტების 57,6% კი მხოლოდ იტალიურად.
ლომბარდია ქვეყნის ძირითადი სამრეწველო ზონაა. აქ მდებარეობს მეტალურგიული საწარმოები (Falck), საავტომობილო ფაბრიკები (Autobianchi, Maserati, Alfa, Innocenti), ავეჯის და ფეხსაცმლის ფაბრიკები, გამომცემლობები (Rizzoli, Mondadori).