მანტუა (იტალ. Màntova) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქს. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 48 353 ადამიანს შეადგენს. მანტუას ისტორიულმა ძალაუფლებამ გონზაგების ოჯახის მმართველობის ქვეშ, ის ჩრდილოეთ იტალიის და ზოგადად მთელი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. ქალაქი გამოირჩევა მისი მნიშვნელოვანი როლით ოპერის ისტორიაში, ასევე ცნობილია არქიტექტურული საგანძურის არაერთი ნიმუშით, მათ შორისაა დახვეწილი სასახლე და ქალაქის რენესანსული ზოგადი იერსახე. უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტას მიხედვით, სწორედ მანტუაში განდევნეს რომეო. მანტუა უახლოესი ქალაქია ცნობილი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუს მარონისს დაბადების ადგილიდან.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
დახურვა
Thumb

ქალაქი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია XII საუკუნეში შექმნილი ხელოვნური ტბებით. ისინი გარდას ტბიდან გამომავალი მდინარე მინჩოს წყლით საზრდოობენ.

მანტუის სიახლოვეს, მდინარე მინჩოს სანაპიროებზე დასახლებები ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს არსებოდბა, რომლებიც ბუნებრივად დაცული იყო. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლებები ეტრუსკულ სოფლად გადაიქცა.

2008 წელს, მანტუა ქალაქ საბიონეტასთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.