ლაგო-მაჯორე
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაგო-მაჯორე (იტალ. Lago Maggiore ან Verbano; ლათ. Lacus Verbanus) — დიდი ტბა ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. იგი იტალიის სიდიდით მეორე და სამხრეთ შვეიცარიის პირველი ტბაა. ლაგო-მაჯორე იტალიის ალპების მთისწინეთის სამი დიდი ტბიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და იშლება 70 კმ-ზე ლოკარნოსა და არონას შორის.
სწრაფი ფაქტები ლაგო-მაჯორე ...
ლაგო-მაჯორე | |
---|---|
Lago Maggiore | |
კოორდინატები: 45°57′ ჩ. გ. 8°38′ ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია შვეიცარია |
სიგრძე | 66 კმ |
სიგანე | 10 კმ |
ფართობი | 213 კმ² |
საშუალო სიღრმე | 177,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 372 მ |
აუზის ფართობი | 6 599 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ტიჩინო, მაჯია, ტოჩე, ტრეზა |
გამომდინარე მდინარე | ტიჩინო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
დახურვა
ზამთარშიც და ზაფხულშიც კლიმატი რბილია, რაც ხელს უწყობს ხმელთაშუაზღვიური მცენარეულობის გავრცელებას. ულამაზეს ბაღებში იზრდება იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეები.