მილანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) — ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქი, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.
ეს სტატია ქალაქს ეხება. საფეხბურთო კლუბის შესახებ იხილეთ მილანი (საფეხბურთო კლუბი). |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მილანი იტალ. Milano, ლათ. Mediolanum | |||||
პლაცა დუმო | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ლომბარდიალომბარდია | ||||
შიდა დაყოფა | ზონა 1, ზონა 2, ზონა 3, ზონა 4, ზონა 5, ზონა 6, ზონა 7, ზონა 8 და ზონა 9 | ||||
კოორდინატები | 45°28′00″ ჩ. გ. 9°10′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Giuseppe Sala | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 600 | ||||
ფართობი | 181.67±0.01 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 120±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 1 354 196 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
აგლომერაცია | 3 198 031 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ცენტრალური ევროპის დრო და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20100, 20121-20162 | ||||
საავტომობილო კოდი | MI | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.comune.milano.it/ | ||||
მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი (ლათ. Mediolanum).
მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.
ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.