დაბა საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი From Wikipedia, the free encyclopedia
მესტია (ყოფილი სეტი) — დაბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
დაბა | |
---|---|
მესტია | |
მესტია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°02′44″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ. |
ადრეული სახელები | სეტი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1968 |
ცენტრის სიმაღლე | 1500 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1973[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,85 % რუსები 0,15 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 410[2] |
საფოსტო ინდექსი | 3200[3] |
ოფიციალური საიტი | https://mestia.gov.ge/ |
მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ., თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ.
მესტიაში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.
1968 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. 1971 წელს შემუშავდა მესტიის გენერალური გეგმა. 1974 წელს დაიდგა მიხეილ ხერგიანის ძეგლი (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე), 1977 წელს აშენდა კინოთეატრი, ტურბაზა, სასტუმრო „უშბა“. 2010 წელს გაიხსნა აეროპორტი და ჰაწვალის საბაგირო გზა, ხოლო 2017 წელს ზურულდის საბაგირო გზა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1973 ადამიანი.
მესტიას ემსახურება ადგილობრივი მნიშვნელობის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ ლარი დაუჯდა.[4] უახლოესი რკინიგზის სადგური მდებარეობს ზუგდიდში. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით.
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.
მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).
მესტიაში არის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.