მესტიაჭალა

მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

მესტიაჭალა

მესტიაჭალამდინარე საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ლეხზირისა და ჭალაათის მყინვარებიდან. ერთვის მდინარე მულხრას მარჯვნიდან დაბა მესტიასთან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 152 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქტომბრამდე, წყალმცირობა — ოქტომბრიდან აპრილამდე, ზამთარში — ყინულნაპირისი და თოში. საშუალო წლიური ხარჯი 7,29 მ³/წმ.

სწრაფი ფაქტები მესტიაჭალა, ქვეყანა ...
მესტიაჭალა
Thumb
მესტიაჭალა თამარ მეფის აეროპორტთან, მესტია
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
ქალაქები მესტია
სათავე სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა
43°08′54″ ჩ. გ. 42°45′45″ ა. გ.
სათავის სიმაღლე 2460 მ
შესართავი მულხრა
43°02′30″ ჩ. გ. 42°43′37″ ა. გ.
სიგრძე 11 კმ
აუზის ფართობი 152 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,29 მ³/წმ
Thumb
Thumb
— სათავე, — შესართავი
მესტიაჭალა ვიკისაწყობში
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.