From Wikipedia, the free encyclopedia
მატანსასი (ესპ. Matanzas) — ქალაქი და პროვინცია კუბაში. განთქმულია თავისი კულტურით, პოეტებითა და აფრო-კუბური ფოლკლორით. მდებარეობს კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, მატანსასის ყურის სანაპიროზე.
ქალაქი | |
---|---|
მატანსასი Matanzas | |
თეატრი | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | მატანსასი |
კოორდინატები | 23°03′04″ ჩ. გ. 81°34′31″ დ. გ. |
დაარსდა | 1693 |
ფართობი | 317 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 143,706 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 453.3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 52 |
საფოსტო ინდექსი | 40100 |
ოფიციალური საიტი | [საიტი საიტი] |
ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან აღმოსავლეთით დაშორებულია 90 კილომეტრით, ხოლო ვარადეროდან დასავლეთით 32 კილომეტრით. ქალაქს კვეთს სამი ძირითადი მდინარე, სადაც გაწოლილია 17 ხიდი, რის გამოც მატანსასს „ხიდების ქალაქი“ ეწოდება. სწორედ ამის გამო ქალაქი ცნობილია როგორც კუბის ვენეცია. მატანსასს ეწოდება აგრეთვე ლა-ატენას-დე-კუბა.
მატანსასი დაარსდა 1693 წელს სან-კარლოს-ი-სან-სევერინო-დე მატანსასის სახელწოდებით.[1] ქალაქი შაქრის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი იყო. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში აქ ჩამოჰყავდათ აფრიკელი მონები, რომლებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ. მაგალითად 1792 წელს მატანსასში იყო 1900 მონა, რაც ქალაქის მოსახლეობის 30% შეადგენდა. 1817 წელს მონათა რაოდენობა გაიზარდა 10,773 კაცამდე, რაც შეადგენდა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს. 1841 წელს ქალაქის მოსახლეობის 62,7%-ს მონები შეადგენდნენ.[2] 1859 წლის აღწერის მონაცემებით მატანსასში ცხოვრობდა 104,519 მონა.[2]
არის ორი რკინიგზის სადგური და მატანსასის უნივერსიტეტი. მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მატანსასიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს აეროპორტი.
2004 წლის აღწერის მონაცემებით მატანსასის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 143,706 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 453,3 ადამიანს კმ²-ზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.