From Wikipedia, the free encyclopedia
ვარადერო (ესპ. Varadero) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. წარმოადგენს კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ უმსხვილეს საკურორტო ზონას. ქალაქს ეწოდება აგრეთვე პლაია-ასული, რაც ესპანურად „ცისფერ პლაჟს“ ნიშნავს. ვარადერო მდებარეობს იკაკოსის ნახევარკუნძულზე, კარდენასის ყურესა და ფლორიდის სრუტეს შორის. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს აღმოსავლეთით 140 კილომეტრში, ვია-ბლანკას გზატკეცილის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ნახევარკუნძულის უდიდესი სიგანე მხოლოდ 2,5 კილომეტრია, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე წარმოდგენილია ნაკრძალი და პირველყოფილი ტყეები პლაჟებთან ერთად. იკაკოსის პარკის ფართობია 3,12 კმ², შეიქმნა 1974 წელს. ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში არის აეროპორტი. პირველად ვარადერო მოიხსენიება 1555 წელს. 1872 წლიდან მოქმედებს როგორც კურორტი. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის ინტენსიური განვითარება. სანაპირო თეთრი ფერის ქვიშის პლაჟია. 1870-იან წლებში პირველად მოინახულეს როგორც კურორტი, ხოლო 1915 წელს აშენდა პირველი სასტუმროები. კურორტს არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის იყო მაგალითად ალ კაპონე.[1] ფართობი 32 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით ვარადეროში ცხოვრობდა 20,000 ადამიანი.
ქალაქი | |
---|---|
ვარადერო Varadero | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | მატანსასი |
კოორდინატები | 23°08′22″ ჩ. გ. 81°17′10″ დ. გ. |
დაარსდა | 5 დეკემბერი, 1887 |
ფართობი | 32 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 4 მ |
მოსახლეობა | 20,000 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 771.3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.