მარკუს ანტონიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს ანტონიუსი (ლათ. M·ANTONIVS·M·F·M·N;[კომ. 1] დ. 14 იანვარი, ძვ. წ. 83 — გ. 1 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში.
მარკუს ანტონიუსი Marcus Antonius | |
ანტონიუსის ბიუსტი ვატიკანის მუზეუმებიდან | |
რომის რესპუბლიკის ტრიუმვირი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, ძვ. წ. 43 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 33 ოქტავიანესა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, ძვ. წ. 34 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 34 ლუციუს სკრიბონიუს ლიბოსთან ერთად | |
წინამორბედი | ლუციუს კორნიფიციუსი და სექსტუს პომპეუსი |
მემკვიდრე | ოქტავიანე და ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, ძვ. წ. 44 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 44 იულიუს კეისართან ერთად | |
წინამორბედი | იულიუს კეისარი |
მემკვიდრე | ავლუს ჰირციუსი და გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, ძვ. წ. 49 – 7 იანვარი, ძვ. წ. 49 | |
დაბადებული | 14 იანვარი, ძვ. წ. 83 რომი, რომის რესპუბლიკა |
გარდაცვლილი | 1 აგვისტო, ძვ. წ. 30 ალექსანდრია, პტოლემეების ეგვიპტე |
მეუღლე | ფადია (თარიღები უცნობია) ანტონია ჰიბრიდა უმცროსი (? - ძვ. წ. 47) ფულვია (ძვ. წ. 46-40) ოქტავია უმცროსი (ძვ. წ. 40-32) კლეოპატრა (ძვ. წ. 32-30) |
შვილები | ანტონია პრიმა მარკუს ანტონიუს ანტილუსი იულიუს ანტონიუსი ანტონია უფროსი ანტონია უმცროსი ალექსანდრე ჰელიოსი კლეოპატრა სელენე II პტოლემე ფილადელფუსი |
რელიგია | ძველი რომაული რელიგია |
ანტონიუსი იულიუს კეისრის მხარდამჭერი იყო და მასთან ერთად იბრძოდა გალიის დაპყრობისა და სამოქალაქო ომის დროს. სანამ კეისარი საბერძნეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებდა, ანტონიუსი იტალიას განაგებდა. ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ანტონიუსი დაუკავშირდა კეისრის კიდევ ერთ თანამებრძოლს, მარკუს ემილიუს ლეპიდუსსა და კეისრის დისშვილიშვილსა და შვილობილს, ოქტავიანეს. ამ სამეულმა ჩამოაყალიბა სამხედრო ხუნტა, რომელიც ისტორიაში მეორე ტრიუმვირატის სახელითაა ცნობილი. ძვ. წ. 42 წელს, ფილიპის ბრძოლაში, ტრიუმვირებმა დაამარცხეს კეისრის მკვლელები, ლიბერატორები და რესპუბლიკის მართვა-გამგეობა ერთმანეთში გაინაწილეს. ანტონიუსმა რომის აღმოსავლეთი პროვინციები მიიღო ეგვიპტის ვასალი სამეფოს ჩათვლით, რომელსაც კლეოპატრა VII ფილოპატორი მართავდა. მას პართიასთან ომში რომის ჯარების მთავარსარდლობაც დაუმტკიცდა.
ტრიუმვირებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, რადგანაც თითოეული მათგანი უფრო მეტი პოლიტიკური ძალაუფლებისაკენ ისწრაფვოდა. ძვ. წ. 40 წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის კინაღამ სამოქალაქო ომიც კი დაიწყო. ანტონიუსი ოქტავიანეს დაზე, ოქტავიაზე დაქორწინდა. ამ ქორწინების მიუხედავად, ანტონიუსს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა კლეოპატრასთან, რომელმაც მას სამი შვილი გაუჩინა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მისი ურთიერთობა ოქტავიანესთან. ძვ. წ. 36 წელს ლეპიდუსი ტრიუმვირატიდან გააძევეს, ძვ. წ. 33 წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოებამ კი საბოლოოდ დაუპირისპირა ერთმანეთს დარჩენილი ტრიუმვირები. მათი მტრული დამოკიდებულება ძვ. წ. 31 წელს სამოქალაქო ომში გადაიზარდა, როდესაც ძვ. წ. 32 წელს რომის სენატმა, ოქტავიანეს მითითებით, ომი გამოუცხადა კლეოპატრას და ანტონიუსი მოღალატედ გამოაცხადა. მომდევნო წელს, ანტონიუსი ოქტავიანესთან გამართულ აქციუმის ბრძოლაში დამარცხდა. ის და კლეოპატრა ეგვიპტეში გაიქცნენ, სადაც თავი მოიკლეს.
ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ, ოქტავიანე რომაული სამყაროს უპირობო მმართველად იქცა. ძვ. წ. 27 წელს სენატმა მას ავგუსტუსის ტიტულიც უბოძა, რითაც საბოლოოდ დასრულდა რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესი, ოქტავიანე კი მისი პირველი იმპერატორი გახდა.