მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ლათ. M·AEMILIVS·M·F·Q·N·LEPIDVS),[1] (დ. ძვ. წ. 89 ან 88 — გ. ძვ. წ. 13 წლის ბოლოს ან ძვ. წ. 12 წლის დასაწყისში)[2] — ძველი რომაელი პატრიციუსი, მეორე ტრიუმვირატის წევრი ოქტავიანესა (შემდგომში ავგუსტუსი) და მარკუს ანტონიუსთან ერთად და რომის რესპუბლიკის უკანასკნელი პონტიფექს მაქსიმუსი. თავდაპირველად, ლეპიდუსი იულიუს კეისრის ახლო მოკავშირე იყო.
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი MARCVS AEMILIVS LEPIDVS | |
მონეტა ლეპიდუსის გამოსახულებით. არსებული წარწერაა „III VIR R P C LEPIDUS PONT MAX“, შემოკლებული „tresviri rei publicae constituendae Lepidus Pontifex Maximus“, რაც ნიშნავს „რესპუბლიკის მომწესრიგებელი სამი კაციდან ერთ-ერთი, ლეპიდუსი, უმაღლესი პონტიფი“. | |
რომის რესპუბლიკის ტრიუმვირი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, ძვ. წ. 43 – 22 სექტემბერი, ძვ. წ. 36 ოქტავიანე ავგუსტუსსა და მარკუს ანტონიუსთან ერთად | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, ძვ. წ. 46 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 46 იულიუს კეისართან ერთად | |
წინამორბედი | კვინტუს ფუფიუს კალენუსი და პუბლიუს ვატინიუსი |
მემკვიდრე | იულიუს კეისარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, ძვ. წ. 42 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 42 ლუციუს მუნატიუს პლანკუსთან ერთად | |
წინამორბედი | გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი და ავლუს ჰირციუსი |
მემკვიდრე | ლუციუს ანტონიუსი და სერვილიუს ვატია ისაურიკუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 44 – ძვ. წ. 13 | |
წინამორბედი | იულიუს კეისარი |
მემკვიდრე | ოქტავიანე ავგუსტუსი |
დაბადებული | ძვ. წ. 89/88 რომი, რომის რესპუბლიკა |
გარდაცვლილი | ძვ. წ. 13 სან-ფელიჩე-ჩირჩეო |
მეუღლე | იუნია სეკუნდა |
შვილები | მარკუს ემილიუს ლეპიდუს უმცროსი |
რელიგია | ძველი რომაული რელიგია |
მიუხედავად იმისა, რომ ლეპიდუსი ნიჭიერი სამხედრო მეთაური იყო და კეისრის გამოსადეგი მიმდევარიც, მას ყოველთვის ტრიუმვირატის ყველაზე სუსტ წევრად წარმოაჩენდნენ. თავისი ეპოქის მოვლენათა ასახვისას, როგორც წესი, იგი წარმოჩინდება, როგორც მარგინალური ფიგურა, განსაკუთრებით, შექსპირის პიესებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი იწონებს ამ შეხედულებას, სხვები ამტკიცებენ, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთები საკმარისი არაა საიმისოდ, რომ გათვალისწინებული არ იქნას ლეპიდუსის მტრების, ძირითადად, ციცერონისა და შემდეგ უკვე ავგუსტუსის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა.