ლუქსემბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუქსემბურგი (ლუქს. Lëtzebuerg; ფრანგ. Luxembourg; გერმ. Luxemburg), ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. Groussherzogtum Lëtzebuerg; ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg; გერმ. Großherzogtum Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთით გერმანიას და სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. დედაქალაქი ლუქსემბურგი, ბრიუსელთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის სამი ოფიციალური დედაქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სასამართლო და ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო. ქვეყნის კულტურა, მოსახლეობა და ენა, გადაჯაჭვულია მეზობლებზე, რაც არსებითად ფრანგული და გერმანული კულტურის ნარევია. მეზობელი ქვეყნების მხრიდან რიგი შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყანას გაუჩნდა მედიაციის ნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რაც გამოიწვია ევროკავშირის შექმნა.[5]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუქსემბურგი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Mir wëlle bleiwe wat mir sinn“ „ჩვენ გვინდა დავრჩეთ იმათ, ვინც ვართ“ |
||||||
ჰიმნი: Ons Heemecht ჩვენი სამშობლო სამეფო ჰიმნი: De Wilhelmus [ა] |
||||||
ლუქსემბურგის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ლუქსემბურგი 49°36′ ჩ. გ. 6°07′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
ეთნოქორონიმი | ლუქსემბურგელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ანრი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ქსავიე ბეტელი | ||||
- | ვიცე-პრემიერი | ეტინ შნიდერი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | დეპუტატთა პალატა | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | საფრანგეთის იმპერიისგან (პარიზის ხელშეკრულება) |
9 ივნისი, 1815 | ||||
- | ლონდონის 1-ლი ხელშეკრულება | 19 აპრილი, 1839 | ||||
- | ლონდონის მე-2 ხელშეკრულება | 11 მაისი, 1867 | ||||
- | პირადი უნიის დასასრული | 23 ნოემბერი, 1890 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 586,4 კმ2 (179-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.60 % | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2016 შეფასება | 576 249[1] | ||||
- | 2001 აღწერა | 439 539 (170-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 194,1 კაცი/კმ2 (მე-60) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $58.234 მილიარდი[2] (94-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | 100,991[2] (მე-2) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $60.176 მილიარდი[2] (71-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $104 359[2] (მე-3) | ||||
ჯინი (2014) | 28.7[3] დაბალი · მე-19 |
|||||
აგი (2014) | 0.892[4] ძალიან მაღალი · მე-19 |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +352 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .lu [გ] | |||||
ა. | ^ არ აგერიოთ Het Wilhelmus-ში. | |||||
ბ. | ^ 1999 წლამდე, ლუქსემბურგული ფრანკი. | |||||
გ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ქვეყანა შედგება ორი ძირითადი რეგიონისგან: ესლინგი, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი და არდენების ნაწილი, და გუტლენდი („კარგი მიწა“), ქვეყნის სამხრეთი ნაწილი.[6] 2,586 კმ² ფართობით, ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა (დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორიც როდ-აილენდია და ნორტჰამპტონშირია).[7] 2012 წელს ოქტომბერში, ლუქსემბურგის მოსახლეობამ 524,853 კაცი შეადგინა და გახდა ევროპის მე-8 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა.[8] ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ჰერცოგი ანრი. ლუქსემბურგი მსოფლიოს დარჩენილი ერთადერთი დიდი საჰერცოგოა. ლუქსემბურგი განვითარებული ქვეყანაა, განვითარებული ეკონომიკით და გაეროს 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ-თი (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე. ქვეყნის ცენტრალური მდებარეობა, ისტორიულად მიანიჭა მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. თავდაპირველად დაარსდა, როგორც რომაული ციხესიმაგრე, ადრეული შუა საუკუნეებში, იგი მსახურობდა სასიცოცხლო ციხესიმგრეთ ფრანგებისთის, ასევე XVI-XVII საუკუნეებში, დასაყრდენი იყო ესპანეთის გზაზე.
ლუქსემბურგი ევროკავშირის, ეთგოს, გაეროს, ნატოსა და ბენილუქსის დამფუძნებელი წევრია, რაც ასახავს მის პოლიტიკურ კონსენსუსს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქალაქი ლუქსემბურგი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტისა და სააგენტოს დისლოცირების ადგილია. ლუქსემბურგი, 2013-2014 წლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა.[9] 2016 წელს, ლუქსემბურგის მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო ან ჩასვლისას ვიზის ხელმისაწვდომობა 172 ქვეყნაში, ამით ლუქსემბურგულმა პასპორტმა მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა, კანადურ და შვეიცარიულ პასპორტთან ერთად.[10]