ბელგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო (ნიდერლ. Koninkrijk België, ფრანგ. Royaume de Belgique, გერმ. Königreich Belgien) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,689 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.
ბელგიის სამეფო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ძალა ერთობაშია |
||||||
ჰიმნი: Brabançonne (ინსტრუმენტული ვერსია) |
||||||
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბრიუსელი [ა] 50°51′ ჩ. გ. 4°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
ეთნოქორონიმი | ბელგიელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია[1] |
|||||
- | მონარქი | ფილიპე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ალექსანდრ დე კრო | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ფედერალური პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | წარმომადგენელთა პალატა | ||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | გამოაცხადა ნიდერლანდისგან |
4 ოქტომბერი, 1830 |
||||
- | აღიარება | 19 აპრილი, 1839 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 30,689 კმ2 (136-ე) | ||||
- | წყალი (%) | 6.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 აღწერა | 11,492,641[2] (81-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 376 კაცი/კმ2 (22-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $550 მილიარდი[3] (38-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $48,224[3] (მე-20) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $533 მილიარდი[3] (23-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $46,724[3] (მე-17) | ||||
ჯინი (2018) | 25.6[4] დაბალი |
|||||
აგი (2013) | 0.919[5] ძალიან მაღალი · მე-17 |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [ბ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | 32 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .be [გ] | |||||
ა. | ^ ბრიუსელის რეგიონი არის დე ფაქტო დედაქალაქი, მაგრამ ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტი არის დე იურე დედაქალაქი | |||||
ბ. | ^ 1999 წლამდე, ბელგიური ფრანკი (BEF). | |||||
გ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,492,641 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვე პროტესტანტები, იუდეველები და სხვა.
ძვ. წ. III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძვ. წ. 57 წელს რომაელებმა დაიპყრეს. III-V საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები, ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. V-IX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.
1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ნიდერლანდებს შეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.
ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.