ლიბერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერია, ოფიციალურად ლიბერიის რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი მანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. კლიმატი ცხელი და ეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არის წვიმების სეზონი რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ჰარმატანული ქარები ქრის. ლიბერია ასევე მოიცავს ზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.
ლიბერიის რესპუბლიკა Republic of Liberia ლიბერია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „The love of liberty brought us here“ | ||||||
ჰიმნი: All Hail, Liberia, Hail! |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მონროვია 6°19′ ჩ. გ. 10°48′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
რელიგია | 85.6% ქრისტიანი 12.2% % მუსლიმი 2.2% სხვა |
|||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ელენ ჯონსონ-სირლიფი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | იოზეფ ბოკაი | ||||
- | სპიკერი | ალექს ტილერი | ||||
- | მთავარი მოსამართლე | ფრანცის კორკპოლი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 111 369 კმ2 (102-ე) | ||||
- | წყალი (%) | 13,514 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 4,503,000[1] (125-ე) | ||||
- | 2008 აღწერა | 3,476,608 | ||||
- | სიმჭიდროვე | 40.43 კაცი/კმ2 (180-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2017 შეფასებით | |||||
- | სულ | $4.123 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $915[2] | ||||
აგი (2015) | 0.427[3] (დაბალი) (177-ე) | |||||
ვალუტა | ლიბერიული დოლარი (LRD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | LBR | |||||
Internet TLD | .lr | |||||
სატელეფონო კოდი | +231 |
ლიბერია დაიწყო, როგორც ამერიკული კოლონიზაციის საზოგადოების დასახლება. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ფერად კანიანებს აფრიკაში უკეთესი ცხოვრება ექნებოდათ ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1822 წლის 7 იანვრისა და სამოქალაქო ომის შუალედში 15,000-ზე მეტი განთავისუფლებული და თავისუფლებაში დაბადებული ზანგი და 3,198 აფრო-კარიბელი გადასახლდა ამ დასახლებაში.[4] აფრო-ამერიკელებმა ლიბერიაში თავისი კულტურა ჩაიტანეს. ლიბერიის კონსტიტუცია და დროშა ამერიკის მაგალითზე შეიქმნა, მან დამოუკიდებლობა 1847 წლის 26 ივლისს გამოაცხადა როთიც ის აფრიკის პირველი და უძვეელსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1848 წლის 3 იანვარს, ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი, თავისუფლებაში დაბადებული მდიდარი ვირჯინიელი აირჩიეს პრეზიდენტად.[4] ლიბერია აფრიკის განაწილების დროსაც ინარჩუნებდა თავისუფლებას. მეორე მსოფლიო ომის დროს ლიბერია ამერიკას უჭერდა მხარ, რის გამოც ამერიკამ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ლიბერია იყო ერთა ლიგის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი.
უილიამ ტოლბერტის პრეზიდენტობის დრს 1980 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვა. გადატრიალებიდან 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო მართველობა იყო, რომელსაც სახალხო ხსნის საბჭო ახორციელებდა. შემდგომი 5 წელი სამოქალაქო მმართველობა იყო ლიბერიის ნაციონალ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, რასაც პირველი და მეორე სამოქალაქო ომები მოყვა. ამ ომებმა დაახლოებით 250,000 (მოსახლეობის დაახლოებით 8%) ადამიანის სიკვდილი გამნოიწვია. უფრო მეტი იქცა ლტოლვილად და ლიბერიის ეკონომიკა მთლიანობაში 90%-ით შემცირდა.[5] 2003 წელს მიღწეულმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უზრუნველყო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და 2005 საერთო არჩევნების ჩტარება რომელშიც ელენ ჯონსონ-სირლიფმა გაიმარჯვა. ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, თუმცა მოსახლეობის 85% ისევ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს. 2014 წლის მარტში ქვეყანაში ებოლას ვირუსის გავრცელდა დაიწყო რომელიც ოფიციალურად დამარცხებულად 2015 წლის 8 მარტს გამოცხადდა.[6][7][8]