From Wikipedia, the free encyclopedia
წვიმების სეზონი — წელიწადის დრო, როდესაც მოდის არაპროპორციულად დიდი რაოდენობის ატმოსფერული ნალექები. მას ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ტროპიკულ განედებში, უფრო ნაკლებ შემთხვევებში - ზომიერ განედებში.
წვიმების ზოლი გადაადგილდება წლის განმავლობაში, მიჰყვება მზის ზენიტს ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკს შორის. ასე რომ, ეკვატორის სიახლოვეს წელიწადში იცის ორი წვიმების სეზონი. რაც უფრო შორს ვიმყოფებით ეკვატორიდან, მით უფრო ნაკლებია დროში წყვეტა ორ წვიმების სეზონს შორის, ვიდრე ისინი არ გადავლენ ერთ სეზონში ნალექების ორი აპოგეით ან თვითონ ტროპიკებში არ დაიწყება ერთი მთლიანი წვიმების სეზონი.
ტროპიკების ჩრდილოეთით და სამხრეთით წვიმების სეზონი ჩვეულებრივ ერთხელ დგება წელიწადში. რაც უფრო მეტად შორდება განედი ეკვატორს, მით უფრო სუსტი ხდება წვიმების სეზონი. ზომიერ რეგიონებში 42-ე განედს ზემოთ წვიმა გადანაწილებულია საკმაოდ თანაბრად მთელ წელიწადზე და სხვა ფაქტორები, როგორებიცაა ქარი, სიმაღლე ზღვის დონიდან ან მცენარეულობა, უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ნალექების რაოდენობაზე, ვიდრე სეზონური მზის ზემოქმედება.
სეზონური ხასიათი წვიმებს ასევე აქვთ მუსონური კლიმატის დროს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.