ქრისტიანობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ რელიგიებს. ქრისტიანულ მოძღვრებას და ღვთისმსახურებას სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის საზოგადოებებში აქვს ფესვები გადგმული. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეს დაბადებიდან.
ქრისტიანობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
მსოფლიო საკლესიო კრებები |
დიდი სქიზმა |
კიდევ... |
მიმდინარეობები |
მართლმადიდებლობა |
კათოლიციზმი |
მონოფიზიტობა |
პროტესტანტიზმი |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |
ქრისტიანობა ჩაისახა I საუკუნეში პალესტინაში, როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელსაც რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. თავდაპირველად ქრისტიანობა ვრცელდებოდა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ებრაულ დასახლებებში. პავლე მოციქულის ქადაგებების წყალობით ქრისტიანობამ გაიჩინა მიმდევრები სხვა ხალხებშიც. V საუკუნემდე ის ვრცელდებოდა რომის იმპერიაში და მისი კულტურული გავლენის არეალში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, სირიასა და ეთიოპიაში. I ათასწლეულის II ნახევარში ქრისტიანობა გავრცელდა ანგლოსაქსებსა და სლავებში, უფრო მოგვიანებით კი, XIII-XIV საუკუნეებში შეაღწია ბალტიისპირეთის და ფინეთის ხალხებში. ახალ და უახლეს პერიოდში ევროპის მიღმა ქრისტიანობის გავრცელება კოლონიზაციის და სამისიონერო მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოშია წარმოდგენილი. ევროპაში 400-დან 550-მდე მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, ლათინურ ამერიკაში 380 მილიონი, ჩრდილო ამერიკაში – 180-250 მილიონი, აზიაში – 300 მილიონი, აფრიკაში – 300-400 მილიონი, ავსტრალიაში – 14 მილიონი.