From Wikipedia, the free encyclopedia
კუბის რევოლუცია — შეიარაღებული ბრძოლა კუბაში ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების დასამხობად, რომელიც დაიწყო 1953 წლის 26 ივლისს და 1959 წლის 1 იანვარს აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა.
კუბის რევოლუცია | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1953 წლის 26 ივლისი - 1959 წლის 1 იანვარი | ||
მდებარეობა | კუბა | ||
შედეგი | „26 ივლისის მოძრაობის” გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
კუბის რევოლუცია ვიკისაწყობში |
კუბის რევოლუცია |
ქრონოლოგია |
მოვლენები |
---|
მონკადას ყაზარმაზე თავდასხმა ისტორია მე გამამართლებს იახტა „გრანმიდან” გადმოსხმა ოპერაცია «Verano» ლა-პლატასთან ბრძოლა ლას-მერსედესისთვის ბრძოლა იაგუახაისთვის ბრძოლა სანტა-კლარასთვის ბრძოლა |
სხვადასხვა სტატიები |
26 ივლისის მოძრაობა Radio Rebelde |
რევოლუციის მნიშვნელოვანი ფიგურები |
ფულხენსიო ბატისტა ფიდელ კასტრო — ერნესტო ჩე გევარა რაულ კასტრო — კამილო სიენფუეგოსი ფრანკ პაისი — უბერ მატოსი სელია სანჩესი — უილიამ ალექსანდერ მორგანი კარლოს ფრანკი — ვილმა ესპინი ნორბერტო კოლიადო აბრეუ |
1952 წლის 10 მარტს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად კუბის სათავეში მოვიდა ფულხენსიო ბატისტა, რომელმაც ქვეყანაში დაამყარა სამხედრო-პოლიციური დიქტატურა. გადატრიალებამ უკმაყოფილება გამოიწვია პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდებში, რომლის ყველაზე რადიკალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ადვოკატი და დამწყები პოლიტიკური მოღვაწე ფიდელ კასტრო.
1953 წლის 26 ივლისს 165 პარტიზანისგან შემდგარმა ჯგუფმა, ფართო მასებზე დაყრდნობით ფიდელ კასტროს მეთაურობით სანტიაგო-დე-კუბაში თავს დაესხა მონკადას ყაზარმას[1] . ორსათიანი ბრძოლის შემდეგ რევოლუციონერები დამარცხდნენ, ამბოხებულთა უმრავლესობა მოკლული იქნა, ხოლო დანარჩენები დააპატიმრეს.
1953 წლის 21 სექტემბერს გაიმართა სასამართლო, პროცესზე ფიდელ კასტრომ უარი თქვა ადვოკატზე და თავს თვითონ იცავდა, მან ამ პროცესზე წაროთქვა თავისი ცნობილი სიტყვები „მე ისტორია გამამართლებს”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა განსასჯელს მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა (ფიდელ კასტრო მიესაჯა 15 წელი), საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო ბატისტა იძულებული გახდა ამბოხებულები შეეწყალებინა.
ძმები კასტროები ემიგრირდნენ მექსიკაში, სადაც მათ დაიწყეს მომავალი რევოლუციური მოძრაობის „26 ივლისის მოძრაობის” (М-26) შექმნა. იმ დროისთვის მექსიკა ლათინური ამერიკის რევოლუციონერთა ტრადიციული დასაყრდენი იყო, სწორედ აქ შეხვდა ფიდელ კასტრო ჩე გევარას, რომელიც „М-26” რიგებში შევიდა.
კუბაში ექსპედიციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, „М-26-ს” ორი აქტივისტი (პედრო მირეტი და ენიო ლეივა) მექსიკის პოლიციამ დააკავა საკუთარ სახლში მეხიკოში, სადც მათ უპოვეს 4 შაშხანა ოპტიკური სამიზნეებით, 3 ნახევრად ავტოატური შაშხანა "ტომპსონი", 17 პისტოლეტი და სხვა იარარები.
1956 წლის 2 დეკემბერს ორიენტეს პროვინციაში ლოს-კოლორადოს რაიონში იახტა „გრანმადან” გადასხდა 82 ამბოხებული. სამი დღის შემდეგ ანეგრია-დელ-პიოს რაიონში სახელისუფლებო ჯარებმა აღმოაჩინეს ამბოხებულების ჯგუფი, რომლებიც სასწაულით გადაურჩნენ სრულ განადგურებას. მათგან მხოლოდ 20 - 22 ამბოხებული გადარჩა. შტორმის გამო დესანტის გადმოსხმა ორი დღით შეფერხდა, ამიტომ 1956 წლის 30 ნოემბერს აჯანყება სანტიაგო-დე-კუბაში ფრანკ პაისას მეთაურობით სახელისუფლებო ძალებმა სწრაფად ჩაახშვეს.
პატარა ჯგუფებად დაყოფილმა ამბოხებულებმა ბრძოლით მოიპოვეს სიერა-მაესტრას მთის მასივი და იქ გამაგრდნენ.
1957 წლის იანვარში ამბოხებულებმა წარმატებით განახორციელეს პირველი შეტევითი ოპერაცია — ამბოხებულები თავს დაესხნენ პატარა ყაზარმას მდინარე ლა-პლატას სანაპიროსთან[2].
1957 წლის 17 თებერვალს სიერა-მაესტრაში ფიდელ კასტრომ მისცა თავისი პირველი ინტერვიუ ამერიკული გაზეთის "The New York Times-ის" კორესპონდენტს. თუმცა, პირველ სამი თვის განმავლობაში რევოლუციონერთა მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ მათ მოახერხეს რეგიონის მცხოვრებთა ნდობის მოპოვება, ამბოხებულთა რიცხვის გაზრდა და ადგილობრივი ჯარის და პოლიციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმატებით ჩატარება. მოგვიანებით კასტრომ მოახერხა კონტაქტის დამყარება „M-26-ს” იატაკქვეშა ორგანიზაციებთან სანტიაგო-დე-კუბაში და ჰავანაში.
1957 წელს „26 ივლისის მოძრაობამ”, „13 მარტის რევოლუციურმა დირექტორატმა” და სახალხო-სოციალისტურმა პარტიამ საბრძოლო მოქმედებები გაავრცელეს ახალ ტერიტორიებზე, ფრონტები ჩამოყალიბდა სიერა-დელ-ესკამბრაის სიერა-კრისტალის მთის მასივში და ბარაკოას რაიონში.
სოფლებში ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების გარდა „М-26-მა” სტუდენტური საზოგადოებისა და შეიარაღებული ძალების დახმარებით ჩაატარა რამდენიმე ოპერაცია ქალაქებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენიათ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე.
სოფლებში ამბოხება უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა, ამბოხებულთმა მთელი რიგი დარტყმები მიაყენეს სამთავრობო ძალებს:
1957 წლის 12 ივლისს ფიდელ კასტრომ გაახმოვანა „მანიფესტი აგრარული რეფორმის საფუძვლების შესახებ”[4],რის შემდეგაც გლეხების მიერ მეამბოხეების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
1958 წლის დასაწყისში 50 ამბოხებულისგან შემდგარი კოლონა რაულ კასტროს მეთაურობით გდავიდა სიერა-კრისტალის მთის მასივში, სადაც გაიხსნა „აღმოსავლეთის მეორე ფრონტი”.
1958 წლის 24 თებერვალს მაუწყებლობა დაიწყო აჯანყებულთა იატაკქვეშა რადიოსადგურმა - "რადიო რებელდე" (Radio Rebelde).
30 მარტს ამბოხებულებმა შეუტიეს და აიღეს „მოას” აეროდრომი, იმავე დღეს აეროდრომზე დაეშვა ამბოხებულთა საჰაერო ძალების პირველი თვითმფრინავი - C-46, რომელმაც ამბოხებულებს მიაწოდა იარაღი.
1958 წლის 24 მაისს სახელისუფლებო ჯარებს ომის მსვლელობის გრდატეხის მცდელობა ჰქონდათ, მათ დაიწყეს „გენერალური შეტევა” სიერა-მაესტრაზე (Operation Verano), რომელშიც მონაწილეობდა 12 ქვეითი ბატალიონი, ერთი საარტილერიო და ერთი სატანკო ბატალიონი (14 ათასი სამხედრო).
1958 წლის 11 - 21 ივლისს გაიმართა ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სასტიკი ბრძოლები – ლა-პლატასთან რომელშიც ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს და იარაღის დაყრა აიძულეს ქვეითთა ბატალიონს მაიორ კებედოს ხელმძღვანელობით (შედეგად ოფიცრები გადავიდნენ ამბოხებულთა მხარეს).
1958 წლის 28 - 30 ივლისს სანტო-დომინგოსთან სამდღიან ბრძოლაში ამბოხებულებმა გაანადგურეს სახელისუფლებო ჯარების დიდი დაჯგუფება, ორმა ბატალიონმა მიიღო მნიშვნელოვანი დანაკარგი – 1000-მდე მოკლული და 400-ზე მეტი ტყვე, ხოლო ამბოხებულებმა ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი ნადავლი ჩაიგდეს ხელში: ორი მსუბუქი ტანკი, 10 ნაღმმტყორცნი, ორი ბაზუკა (მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი), 30-ზე მეტი ტყვიამფრქვევი, 142 ნახევრად ავტომატური შაშხანა "გარანდი", 200-ზე მეტი შაშხანის მჭიდი, 100 ათასი ვაზნა, ორი რადიო გადამცემი, 14 უმტ[5]-რადიოსადგური "PRC-10"[6][7].
1958 წლის ზაფხულიდან სტრატეგიული ინიციატივა გადავიდა ამბოხებულთა მხრეს. აგვისტოს ბოლოს ამბოხებულთა ორი კოლონა (დაახლოებით 200 მებრძოლი) ჩე გევარას და კამილო სიენფუეგოს მეთაურობით ჩამოვიდნენ მთიდან, ბრძოლით გადაკვეთეს კამაგუეის პროვინცია და მიადგნენ სანტა-კლარას პროვინციას.
ყველა ფრონტზე ამბოხებულთა ახალი შეტევა დაიწყო 1958 წლის ოქტომბრის მეორე ნახვარში, მათ კონტროლის ქვეშ მოექცა ორინეტეს და სანტა-კლარას პროვინციები. 1958 წლის ნოემბრის ბოლოს გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა დასავლეთით.
1958 წლის 16 დეკემბერს ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ფომენტოს და ორდღიანი ბრძოლის შემდეგ სახელისუფლებო გარნიზონმა შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს 142 ჯარისკაცი და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.
1958 წლის 21 დეკემბერს ამბოხებულებმა შეუტიეს და სასტიკი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ქალაქი კაბაიგუანი.
1958 წლის 22 დეკემბერს დაიწყო ბრძოლა ქალაქ პლასეტასისათვის.
1958 წლის 25 დეკემბერს ამბოხებულებმა ბრძოლებით დაიკავესქალაქი რემედიოსი და კაიბარიენი.
1958 წლის 27 დეკემბერს ამბოხებულთა არმიამ ჩე გევარას მეთაურობით ქალაქ სანტა-კლარაზე შეტევა დაიწყეს. სანტა-კლარასთვის ბრძოლა გაგრძელდა 1959 წლის 1 იანვრამდე.
1958 წლის 31 დეკემბერს კუბის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალ ფრანსისკო ტაბერნილიამ შეატყობინა ბატისტას, რომ ჯარმა დაკარგა ყველა შესაძლებლობა და არ შეუძლია შეაჩეროს ამბოხებულთა შესვლა ჰავანაში.[8]. იმავე დღეს ბატისტამ 124 სხვა თანმხლებ პირთან ერთად დატოვა კუნძული, მათ მიერ დატოვებულმა ადმინისტრაციამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
1959 წლის 2 იანვარს ამბოხებულთა რაზმები შევიდნენ ჰავანაში, ხოლო 6 იანვარს ფიდელ კასტრო დედაქალაქში ტრიუმფით შევიდა.
სულ რეფორმების შედეგად 979 ამერიკული კომპანიის და კორპორაციის დანაკარგები შეადგენდა დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს, 2 მილიონამდე ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სამი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოს და 36 შაქრის ქარხანას, დიდი რაოდენობით კომერციული და სამრეწველო ობიექტებს და სხვა უძრავი ქონებას[9].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.