Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარაკოა (ესპ. Baracoa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მაღალი კლდოვანი მთებით, რის გამოც ქალაქი იზოლირებული იყო ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან. 1960-იან წწ. მთების გავლით გაიხსნა გზა, რომლის მეშვეობით ბარაკოა დაუკავშირდა ქალაქ გუანტანამოს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბარაკოა Baracoa | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
პროვინცია | გუანტანამო | ||
კოორდინატები | 20°21′00″ ჩ. გ. 74°31′00″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1511 | ||
ფართობი | 977[1] კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||
მოსახლეობა | 81,794 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 83.7 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 21 | ||
საფოსტო ინდექსი | 97310 | ||
ოფიციალური საიტი | baracoa.org | ||
2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 81,794 ადამიანი.[2] 1492 წელს ბარაკოას თანამედროვე ადგილი პირველად მოინახულა ქრისტეფორე კოლუმბმა. ქალაქი დაარსდა 1511 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკესის მიერ. 1518–1522 წლებში ბარაკოა იყო კუბის დედაქალაქი.
მოჰყავთ კაკაო, ქოქოსი და ბანანი. ბარაკოა კუბაში შოკოლადის წარმოების მთავარი ცენტრია. განვითარებულია ტურიზმი. მიმდინარეობს თევზჭერა. ქალაქიდან დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს მაგიდა მთა — ელ-იუნკე, ხოლო ჩრდილოეთით 20 კილომეტრში ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი. ქალაქში არის აეროპორტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.